საბჭოთა კავშირის დესერტები, რომელიც იმ დროს გვახსენებს

611

ბავშვობიშ შეგრძნებები ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელია. ამიტომაც ბებიის გამომცხვარი დესერტები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გულში.

ჭიანჭველას ბუდე

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1300გ ფქვილი
  • 260გ შაქარი
  • 250გ არაჟანი
  • 2 შეკვრა კარაქი (400გ)
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 კვერცხი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 2 შეკვრა კარაქი
  • 2 ქილა შედედებული რძე
  • შოკოლადი

მომზადება

  1. პირველ რიგში მოასხარშად დადგით შედედებული რძე. ამისათვის ქილა მოათავსეთ წყლიან ქვაბში და გააჩერეთ 2 საათი.
  2. ზეთს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, სოდა და კვერცხი,
  3. კარგად მოურიეთ. შაქარი მთლიანად უნდა გალღვეს.
  4. მოაყარეთ ფქვილი და ვანილი. მოზილეთ ცომი.
  5. მზა ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად. შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.
  6. ხორცსაკეპში გაატარეთ გაგრილებული ცომი.
  7. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხეთ.
  8. გაგრილებულ შედედებულ რძეს დაუმატეთ 2 შეკვრა კარაქი.
  9. კარგად მოურიეთ და კრემი მოასხით ცომს.
  10. მოურიეთ და მოათავსეთ ფორმაზე. მიეცით მთის ფორმა.
  11. გახეხეთ შოკოლად და მოაყარეთ ტორტს.
  12. შეინახეთ 2 საათი მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

ბისკვიტისებური ტორტი

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 320გ ფქვილი
  • 320გ შაქარი
  • 10 ცალი კვერცხი
  • 1,5გ ვანილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 450გ კარაქი
  • 250გ რძე
  • 400გ შაარი
  • 2 კვერცხი
  • 20გ კონიაკი
  • 1,5გ ვანილი

ინგრედიენტები სიროპისთვის

  • 390გ შაქარი
  • 375მლ წყალი
  • 40მლ კონიაკი
  • 1,5გ ვანილი
  • 50გ შაქრის ფხვნილი
  • 150გ არაქისი

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ შაქარი. გააცხელეთ მასა 40 გრადუსზე.
  2. ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთი.
  3. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ.
  4. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი.
  5. ჩაასხით ცომი და გაათანაბრეთ.
  6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.
  7. მზადება აკონტროლეთ ხის წკირით.
  8. სანამ ბისკვიტი გრილდება,მოამზადეთ სიროპი.ამისათვის გაალღვეთ შაქარი წყალში, წამოადუღეთ და მოხარშეთ 5 წუთი. ბოლოს დაუმატეთ კონიაკი და ვანილი. სიროპიც გააგრილეთ.
  9. ამასობაში მოამზადეთ კრემი. ჯამში მოათავსეთ რძე და შაქარი, მოათავსეთ ცეცხლზე,წამოადუღეთ და მოხარშეთ 5 წუთი.
  10. ათქვიფეთ კვერცხი და ვანილი. ჩაასხით ცხელი რძე კვერცხის მასაში.
  11. კრემი ჩაასხით ქვაბში, მოხარშეთ, მოურიეთ, დაელოდეთ წამოდუღებას. რძის სიროპი უნდა გაგრილდეს.
  12. ათქვიფეთ რბილი კარაქი. დაუმატეთ რძის სიროპი. კრემი მზად არის.
  13. ბისკვიტი გაჭერით 2 ნაწილად. დანამეთ სიროპით. ბოლო ფენას წაუსვით კრემი, დააფარეთ მეროე ბისკვიტი.

14.მთელ ტორტს წაუვსით კრემი.

15.მოაყარეთ დაფხვნილი არაქისი და შაქრის ფხვნილი.

16.შეინახეთ მაცივარში 2 საათი. გემრიელად მიირთვით!

მედოკი

ინგრედიენტეი კორჟისთვის

  • 960გ ფქვილი
  • 8 კვერცხი
  • 460გ შაქარი
  • 8 სუფრის კოვზი მარილი
  • 2 ჩაის კოვზი სოდა

ინგრედიენტები მოხარშული კრემისთვის

  • 1,2ლ რძე
  • 620გ შაქარი
  • 0,5 შეკვრა კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 140გ ფქვილი
  • 2 შეკვრა ვანლი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ თაფლი, შაქარი და კვერცხი.
  2. ჯამი მოათავსეთ ცეცხლზე, რათა გალღვეს შაქარი და თაფლი.
  3. დაუმატეთ სოდა,კარგად მოურიეთ.
  4. კვერცხის მასას მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  5. გაყავით ცომი 16 ერთნაერ ნაწილად.
  6. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ.
  7. გამოაცხეთ 180 გრადუსზე.
  8. ყველა ფირფიტა გახადეთ ტოლი. მონაჭრელი ნაწილები შეინახეთ დეკორისთვის.
  9. დავიწყოთ მოხარშული კრემის მზადება.
  10. რძეს დაუმატეთ შაქარი. აადუღეთ და მოხარშეთ 5 წუთი.
  11. კვერცხს დაუმატეთ ფქვილი და ვანილი.
  12. მიღებული მასა დაუმატეთ ადუღებულ რძეს. მოხარშეთ შესქელებამდე. დაუმატეთ კარაქი და მოურიეთ.
  13. გააგრილეთ კრემი და დაიწყეთ ტორტის აწყობა. 1 ტორტის ასაწყობად საჭიროა 8 კორჟი.
  14. დარჩენილი კრემი წაუსვით ტორტს გარედან.
  15. ნაჭრები დაფხვენით და მოაყარეთ.
  16. მითითებული ინგრედიენტებისგან გამოგივათ 2 ტორტი.

გემრიელად მიირთვით!