ჩვენი რედაქცია ყოველთვის საუკეთესო რეცეპტებს გიზიარებთ, არც ეს არის გამონაკლისი. ეს დესერტი მე საფრანგეთში ყოფნისას არმოვაჩინე და სპეციალურად თქვენთვის რეცეპტი წამოვიღე.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- 150გ შაქარი
- 180მლ ცხელი წყალი
- 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 500გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
ინგრედიენტები კრემისთვის
- 250გ კარაქი
- 600მლ რძე
- 3 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- ვანილი
- 100გ დაფქული ნიგოზი ან ნუში
მომზადება
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
- ფირფიტებისთვის თაფლს დაუმატეთ შაქარი, წყალი და მოათავსეთ ცეცხლზე. როცა მასა წამოდუღდება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ფქვილი და სოდა. კარგად მოურიეთ და მიღებული ცომი გაყავით 6-7 ნაწილად.
- თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ თითოეული კორჟი.
- ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი. მოასხით ცივი რძე და მოათავსეთ ცეცხლზე, ურიეთ მასის შესქელებადე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაუმატეთ ნიგოზი და ვანილი. როცა კრემი გაგრილდება დაუმატეთ კარაქი და ათქვიფეთ.
- თბილი კრემი წაუსვით კორჟებს.
გემრიელად მიირთვით!