ეს ნოყიერი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძი სტუმრებს მწვანე სალათასთან ერთად მიართვით.
ინგრედიენტები:
- 350 გ სპაგეტი
- 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- 10 კბილი ნიორი
- 1 წითელი ხახვი
- წიწილის კანმოცლილი თეთრი ხორცი
- 400 გ ( 2 ქილა) წვნიანი პამიდორი
- რეჰანის ფოთლები
- 1/4 ჩ.კ. მარილი
- 1 ხმელი მწარე წიწაკა
- 1/4 ჭიქა ქორფა ოხრახუში
- 200 გ ისპანახი
- 180 გ ყველი პარმეზანი
- 120 გ ცხარე ყველი ჩედერი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
- ღუმელი წინასწარ გაახურეთ 200 გრადუსზე.
- წვრილად დაჭრილი 6 კბილი ნიორი და ხახვი საშუალო ცეცხლზე, დიდ ტაფაში მოშუშეთ, დაუმატეთ წიწილის ხორცი და გააგრძელეთ შუშვა.
- პამიდორი, წვრილად დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში, 4 კბილი მთლიანი ნიორი, წიწაკა, 120 გ ახალ გახეხილი პარმეზანი და მარილი სამზარეულოს კომბაინში დაამუშავეთ. ოდნავ სქელ მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ წიწილს.
- ადუღეთ 15 წთ, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ისპანახის ფოთლები და პასტა.
- ყველაფერი ცეცხლგამძლე ლანგარში გადაიტანეთ. მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი პარმეზანი და ჩედერი. აცხვეთ დაახლოებით 25 წთ, ვიდრე ზედაპირი გაოქროსფერდება და ბუშტულები გაუჩნდება.
- სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.