მადის აღმძვრელი ხორცის რულეტის აბსოლუტურად ახალი რეცეპტი: შესანიშნავი იდეა გრილისთვის

ზაფხულში, დასვენების დღებში ბევრი ადამიანი დროს ბუნებაში ატარებს. უმეტესობა მათგანისთვის საყვარელი საქმიანობა გემრიელი კერძის გრილზე მომზადებაა. ეს რეცეპტი სწორედ გრილისთვის შესაფერისი იქნება.

კერძი ნოყიერი და მადის აღმძვრელი გამოვა. ხორცის დელიკატესის მოყვარულები გულგრილნი ვერ დარჩებიან. შიგთავსი შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ყველაფერი გამოგივათ!

ხორცის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ფარში
  • 100 გრ ბეკონი ან სალა
  • 1 ქილა ლუდი

შიგთავსის ინგრედიენტები (ასარჩევად):

  • ყველი
  • სოკო
  • პომიდორი
  • ბეკონი
  • წიწაკა და ბევრი სხვა

მომზადება:

1. ხორცის ფარშიდან 6 ბურთი გააკეთეთ. თითოეულ ბურთს შუაში ლუდის ქილით დააჭირეთ.


2. ფარშს ისეთი ფორმა მიეცით, როგორც სურათზეა ნაჩვენები. მიღებული ფორმა სალით ან ბეკონით დააფიქსირეთ, ამისთვის ფარშს ირგვლივ შემოახვიეთ.

3. შემდეგ ქილა ფრთხილად ამოიღეთ, თქვენ „ჭა“ გამოგივათ, რომელიც შიგთავსით უნდა გაავსოთ. ფორმა უკეთ რომ დაიკავოს, მაცივარში შეინახეთ.

4. შიგთავსი გრილზე მოამზადეთ. ამისთვის ყველაზე უკეთ გამოგადგებათ პომიდორი, წიწაკა და სოკო. მომზადებული ბოსტნეულით ფარში გაავსეთ.

5. ნამდვილ გურმანებს შეუძლიათ ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარონ.

6. შემდეგ კერძი გრილზე მოამზადეთ.

7. ესეც ასე! ზედმეტი სიტყვები საჭირო არაა. უბრალოდ სურათს შეხედეთ. გემრიელად მიირთვით!

ხორცის რულეტის მომზადებას უფრო დეტალურად ამ ვიდეოში ნახავთ:

ეს ძალიან ნოყიერი და გემრიელი კერძია გრილზე, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის უკვე საყვარელი კერძი გახდა. დასვენების დღეებში მისი მომზადება სცადეთ.