მწვადების შესაწვავად არ არის აუცილებელი ბუნებაში გასვლა. ჩვენ დღეს მის მომზადებას ქილაში გასწავლით!

1050

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ყველას გვინდა ბუნებაში გასვლა, სასვენება და რაც მთავარია გემრიელად ჭამა. რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც არ უყვარს მწვადები, რადგან ეს არის კულინარიის შედევრი!

დღეს ჩვენ სახლის პირობებში მოვამზადებთ ამ სახელგანთქმულ კერძს.

ბუნებაში მწვადების სწორად მოსამზადებლად საჭიროა მთელი რიტუალების ჩატარება. სახლში მომზადება კი მარტივად შეიძლება!

ინგრედიენტები

  • 1კგ ღორის ხორცი
  • 250გ ბეკონი
  • 2-3 ხახვი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 100მლ წყალი
  • მარილი
  • წიწაკა
  • კაკალი ქინძი
  • სანელებლები

მომზადება

1.ხორცი გარეცხეთ და დაჭერით. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი. დაჭერით ხახვი მრგვლად და დაუმატეთ ხორცს. მოამზადეთ მარინადი საყვარელი სანელებლებით. ხორცი მარინადში მოათავსეთ 30 წითი.

2.ფრთხილად ააცვით ხორცი და ხახვი ხის წკირებზე. 4-5 წკირზე აცმული ხორცი მოათავსეთ ქილაში, დარჩენილი ხახვით ამოავსეთ ქილა.

3.ქილას დააფარეთ ფოლგა. ქილა უნდა იყოს გარედან მშრალი.

4.ქილები მოათავსეთ ცივ ღუმელშ და შემდეგ გაახურეთ 180-200 გრადუსამდე, მოამზადეთ 60-80 წუთი. მომზადების შემდეგ გამორთულ ღუმელში დატოვეთ 5-10 წუთი. ღუმელი მზადებისას რამდენიმეჯერ გამოაღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქილები გასკდება.

საოცარი კერძი მზად არის! ვინ იფიქრებდა, რომ ამ კერძის მომზადება სახლში ქილაში შეიძლება? მეც ძალიან გამიკვირდა და გავოცდი მიღებული შედეგით.

გემრიელად მიირთვით!