დესერტის რეცეპტი, რომელიც მოცარტის სამშობლოში დაიბადა და მასავით გენიალურია

658

ათქეფილი ნაღების შაქრით მომზადება ავსტრიაში კარგად იციან, თან ძალიან კარგად. ამ დესერტს პირველივე ლუკმიდან შეიყვარებთ!

ამ დესერტის მომზადება ყოველთვის ძალიან რთული და სახლის პირობებში შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ასეთ მარტივ რეცეპტს წავაწყდი, რომელმაც გადამაწყვეტინა მისი მომზადება.

ტრადიციულად ამ დესერტს შტოშის სიროპს ასხამენ, მაგრამ მე ეს ინგრედიენტი ჟოლოთი ჩავანაცვლე, შედეგით გავოცდი!

ინგრედიენტები 

  • 100გ შაქარ
  • 5 კვრცხი
  • 50გ ჟოლო
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 0,5 ჩაის კოვზი ვანილის არომატიზატორი
  • ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • მარილი
  • შაქრის ფხვნილი

ინგრედიენტები სიროპისთვის

  • 50გ ჟოლო
  • 40მლ ნაღები
  • 10გ შაქარი

მომზადება

1.განაცალკევეთ ცილა და გული. ტქვენ დაგჭირდებათ 5 ცილა და 3 გული. ათვქიფეთ ცილა მარილთან და შაქართან ერთად.

2.ცალკე ჯამში კვერცხის გულს დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ვანილის არომატიზატორი. კარგად მოურიეთ, მიღებული დაუმატეთ ცილის მასას. მოაყარეთ ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუვსით კარაქი, შემდეგ მოათავსეთ ნახევარი ცომი. გადაანაწილეთ კენკრა, ზემოდან გადაანაწილეთ დარჩენილი ცომი ისე, რომ მიიღოთ ფოტოზე აღნიშნული ფორმის იდენტური.

4.გამოაცხეთ 20 წუთი 180 გრადუსზე.

ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ ღუმელი.

5.სანამ დესერტი ცხვება მოამზადეთ ჟოლოს სოუსი. ცალკე ჯამში ჩანგლით დაჭყლიტეთ ჟოლო. ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად და დაუმატეთ ჟოლოს.

6.განუმეორებელი დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!