ძალიან გემრიელი ქართული კერძი, რომელიც რაღაცით ქათამ ტაბაკას ან საცივს ჰგავს.
ქათმის ხორცი ხრაშუნა ქერქის მიღებამდე იწვება და ნაზ ნივრიან სოუსში მზადდება.
ტრადიციული ჩქმერული სუფრაზე ლავაშთან და 1 ჭიქა ნამდვილ ქართულ ღვინოსთან ერთად გააქვთ.
ინგრედიენტები:
- 1200 გრ – 1 ახალგაზრდა ქათამი ან წიწილა
- 1 თავი ნიორი
- 250 მლ რძე
- 50 გრ კარაქი
- 4-5 ს/კ მცენარეული ზეთი
- სანელებლები (უცხო სუნელი, პაპრიკა, აჯიკა, ქინძი, ქართული სანელებლები თქვენი გემოვნებით)
- მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ქათამი გარეცხეთ, ყველაფერი ზედმეტი მოაშორეთ, გააბრტყელეთ და ჩაქუჩით ნაზად დანაყეთ.
- ყველა მხრიდან სანელებლები და მარილი წაუსვით, 20-30 წუთით გააჩერეთ.
- დიდ, ღრმა ტაფაზე (იდეალური იქნება ტრადიციული ქართული ტაფა – კეცი) მცენარეული ზეთი გააცხელეთ, ქათამი მოათავსეთ და მძიმე თავსახური ან ჩვეულებრივი სახურავი მძიმე ტვირთით დაადეთ. 15 წუთით ერთი მხრიდან შეწვით.
- ქათამი გადააბრუნეთ და კიდევ 15 წუთით მეორე მხრიდან შეწვით.
- ცეცხლიდან გადმოდგით, ცოტა გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით.
- სანამ ქათამი იწვება სოუსი მოამზადეთ: ტაფაზე კარაქი გაადნეთ და მასში დაპრესილი ნიორი შეწვით, ცოტა მარილი დაუმატეთ, რძე დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და რამდენიმე წუთით გასქელებამდე თუშეთ.
- ქათმის ნაჭრები მაღალ გვერდებიან ფორმაში ჩააწყვეთ და მიღებული სოუსი მოასხით.
- ქათამი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით აცხვეთ.
- სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ. ოხრახუშის, ქინძის ან რეჰანის ტოტებით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!