არაჟანზე მომზადებული ორცხობილა ჩაისთვის

3559

დიასახლისს ყოველთვის შეუძლია მოამზადოს დესერტი 30 წუთში. ამ დესერტს თქვენს დიდი სიხარულით, დაუზარელად მოამზადებთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • კარაქი 100გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ლიმონის ქერქი გემოვნებით
  • არაჟანი 100გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და ლიმონის ქერქი. გახეხთ ცივი კარაქი.

2.კარაქი კარგად გადაურიეთ მშრალ ინგრედიენტებს. ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ არაჟანი. ჯერ კოვზით, ხოლო შემდეგ ხელით.

3.სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი, მასზე გააბრტყელეთ ცომი საშუალო სისქეზე. დარჩენილი კვერცხი ათქვიფეთ და წაუსვით ცომს.

4.მოაყარეთ შაქარი, დაჭერით სასურველ ფორმებზე.

5.გამოაცხვეთ 20-25 წუთი 180 გრადუსზე. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!