ნაზი ტორტი „ნაპოლეონი“ ლუდით

513

„ნაპოლეონი“ ბევრისთვის საყვარელი ტორტია. მასზე ბავშვებიც და უფროსებიც გიჟდებიან, რადგან გემრიელი ბისკვიტი და ნაზი კრემი საოცარ შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, „ნაპოლეონი“ წაუგებელი ვარიანტია.

ბევრი დიასახლისი „ნაპოლეონს“ საკუთარი რეცეპტით ამზადებს. მისი მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს და თითოეულს საკუთარი თაყვანისმცემელი ჰყავს. ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს რეცეპტი, სადაც ბისკვიტი ლუდით მზადდება. ამ ტექნოლოგიით უჩვეულოდ გემრიელ ტორტს მოამზადებთ.

ლუდზე მომზადებული „ნაპოლეონი“ : გაჟღენთვა

ამ დესერტის რეცეპტი მარტივი არა, მაგრამ ისეთივე გემრიელ ტორტს მიიღებთ, როგორიც მაღაზიაში იყიდება. ყველაზე რთული რამდენიმე საათით მოცდაა, რომ „ნაპოლეონი“ გაიჟღინთოს. დესერტი იმდენად მიმზიდველია, რომ მაშინვე დაგემოვნება გვსურს. ფრთხილად იყავით!

ინგრედიენტები:

  • 200 გ კარაქი
  • 100 მლ ღია ლუდი
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 120 მლ რძე
  • 1 კვერცხი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ სახამებელი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ფქვილი ღრმა თასში გაცერით. 100 გრამი ცივი კარაქი გახეხეთ და ფქვილს დაუმატეთ. ნაფშვენის მისაღებად ინგრედიენტებს აურიეთ. ლუდი დაასხით.

2. ცომი მოზილეთ. 8 ნაწილად გაყავით. ბურთებად დაამრგვალეთ და მაცივარში 1 საათით შეინახეთ.

3. მოხარშული კრემი მოამზადეთ. კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი აურიეთ. რძე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით აურიეთ. სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე გააჩერეთ. გასაგრილებლად გააჩერეთ.

4. რძიანი ნარევი და 100 გრამი რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ და მაცივარში შეინახეთ.

5. ცომის ბურთები თხელ ფირფიტებად გააბრტყელეთ.

6. ცომის ფირფიტა საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და ჩანგლით დასერეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ.

7. თბილ ბისკვიტის ფენებს კრემი წაუსვით.

8. ბისკვიტის რამდენიმე ფენა დააქუცმაცეთ.

9. მიღებული ნაფშვენი ტორტს მოაყარეთ.

10. 6 საათით მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღენთოს.

პირში მდნობი „ნაპოლეონი“ შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ! ასეთი ნაზი ტორტი მოამზადეთ და მეგობრები დაპატიჟეთ, რომ დაუვიწყარი ჩაის სმა მოაწყოთ. გემრიელი დესერტი და კარგი კომპანია საოცარი საღამოს გარანტიას გაძლევთ.