ფერადი სუპი, რომელიც სავსეა ვიტამინებით

795

დღეს ჩვენ მოვამზადებთ სუპ-პიურეს, რომელსაც მე “ყვავილოვანს” ვეძახი. მის შემადგენლობაში შედის ყვავილოვანი კომბოსტო. სუპი გამოდის ძალიან მადის აღმძვრელი და ნოყიერი. ამკერძისთვის ბოსტნეულს არ მოვხარშავღ, არამედ გამოვაცხობთ.

ინგრედიენტები

  • 600გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 300გ ბულგარული წიწაკა
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 თეთრი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3-4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1ლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 60გ პარმეზანი
  • 1 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროპი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შავი წიწაა
  • 2 ჩაის კოვზი ტკბილი პაპრიკა
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი პარმეზანი
  • 1 ჩაის კოვზი ბექონდარა

 

მომზადება

1.გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გარეცხეთ ბოსტნეული, გაასუფთავეთ. გაარჩიეთ კომბოსტო.

2.წითელი ხახვი გაჭერით 4 ნაწილად, ხოლო თეთრი 8 ნაწილად. კუბიკებად დაჭერით ბულგარული წიწაკა.

3.ერთმანეთს გადურიეთ სანელებლები, მოაყარეთ ბოსტნეულს და მოათავსეთ ღრმა ჯამში. ბოსტნეული მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, გადააფარეთ ფოლგა.

4.გამოაცხეთ 25-30 წუთი.

5.გახეხეთ ყველი, ცოტა გადაინახეთ დეკორისთვის.

6.ნახევარი საათის შემდეგ დაახემოვნეთ ბოსტნეული. ამასობაში ისინი უნდა დარბილდნენ, თუ მაინც მაყადმოგეჩვენებათ დამატებით 10 წუთი დატოვეთ ღუმელში.

7.მზა ბოსტნეული გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ ყველი.

8.ბოსტნეული მოათავსეთ ჯამში, მოასხით ბულიონი და აქციეთ პიურედ.

9.პიურეთი სავსე ქვაბი დადაგით ცეცხლზე და წამოადუღეთ.

10.გააფორმეთ სუპი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!