უამრავი ცილა და არავითარი ზედმეტი კალორია: სამარხვო ქარი ნუტით

2688

რას იტყოდით ვახშამზე ინდურ სტილში? ნუტი და ქარი სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. იმდენად იოლად მოსამზადებელი, მაგრამ ამავდროულად კაშკაშა და კოლორიტული კერძია, რომ სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს.

ქარი არ გახლავთ ერთი სპეცია, ეს გახლავთ სპეციების ბუკეტი. ის შეიცავს დაფქულ კურკუმას, ქონდარს, პაპრიკას, კარდამონს, ჯანჯაფილს, მუსკატის თხილს. ვარიანტი ძალიან ბევრია, ზოგში 25-მდე სუნელი თუ ბალახი შედის. ქარი შესანიშნავად ხსნის ქათმისა და ინდაურის ხორცის, მოთუშული ბოსტნეულის, შემწვარი კარტოფილის გემოებს.

მოცემული ამოცანის გასაადვილებლად და პროცესის დასაჩქარებლად გამოიყენეთ დაკონსერვებული ნუტი (400 გრ). იმავე მიზნით ვიყენებთ დაკონსერვებულ პომიდორს.

 ინგრედიენტები

  • 1ც ხახვი
  • 1 ც ბულგარული
  • 400 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ტომატის პასტა
  • 400 გრ დაკონსერვებული ნუტი
  • 1 ჩ.კ. ქარი
  • 2 ს.კ. ბეგქონდარა
  • მარილი,  წითელი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი წვრილად, ბულგარული წიწაკა უფრო მსხვილად. ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთში მოთუშეთ ჯერ ხახვი, დაამატეთ ბულგარული წიწაკა. მოამზადეთ 2 წთ განმავლობაში.

2. დაამატეთ პომიდორი წვნიანად და ნუტი წვენის გარეშე. შემდეგ ტომატის პასტა, სუნელები, მარილი. კარგად მოურიეთ, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

3. მიირთვით კერძი თხელ ლავაშთან ან ბრინჯთან. თუ მარხვაზე არ ხართ, შეგიძლიათ ცოტაოდენი იოგურტი ან არაჟანი დაუმატოთ.

ქათამი ქარით, წვნიანი ქარით, ზღვის პროდუქტები ქარით – ყველა ეს კერძი თავისი ეგზოტიკით და ინდური ფერებით გულს იპყრობს. ჩაატარეთ ექსპერიმენტები, გასინჯეთ ახალი გემოები და გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!