იდეალური საუზმე სწრაფად და მარტივად. გემრიელი, ნაზი, ხრაშუნა ზედაპირით.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 220გ
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- ხაჭო 350გ
- კვერცხი 1 ცალი
- შაქარი 60გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- კარაქი 15გ
- საფანელი
- შაქრის ფხვნილი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
- ჯამში მოათავსეთ ხაჭო.
- ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ შაქარი.
- დაუმატეთ არაჟანი, მოურიეთ ჩანგლით ერთგვაროვნებამდე.
- შეგიძლიათ დააბლენდეროთ.
- მოაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი.
- მოზილეთ ცომი და გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე.
- ხელით დაამუსავეთ და დაამრგვალეთ ცომი.
- ცომი გაყავით 3 ნაწილად.
- თითოეული ნაწილის მიეცით ძეხვის ფორმა.
- სამუშაო ზედაპირზე მოაპნიეთ საფანელი და მასზე გააბრტყელეთ ცომი.
- ძეხვი გაყავით 9-10სმ ნაწილებად.
- თითოეულ ნაწილს მიეცით ფორმა.
- ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი.
- შეწვით ყველა მხრიდან.
- ჩხირები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
- მოაყარეთ შაქარის ფხვნილი და დააგემოვნეთ.
გემრიელად მიირთვით!