ძალიან გემრიელი ტკბილეული, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.
მისთვის დღეს გამოვიყენებთ ძალიან უბრალო ინგრედიენტებს.
ინგრედიენტები
- მოხალული მზესუმზირა (გარჩეული) 260გ
- ხორბლის ფქვილი 250-260გ
- შაქარი 250გ
- წყალი 90მლ
- მცენარეული ზეთი 120მლ
მომზადება
- დააქუცმზცეთ მზესუმზირა.
- მშრალ ტაფაზე მოხალეთ გაცრილი ფვილი. აუცილებლად ურიეთ.
- მოხალული ფქვილი და მზესუმზირა მოათვსე ჯამში.
- მასა გახადეთ ერთგვაროვანი და დააბლენდერეთ.
- მოვამზადოთ სიროოპი, ამისათვის, ქვაბში ჩაასხით წყალი და მოათვსეთ ცეცხლზე.
- დაუმატთ შაქარი და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე.
- როცა სიროპი წამოდუღდება და შაქარი გალღვება, შეწყვიტეთ მორევა.
- ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 4-5 წუთი.
- ფქვილის მასას დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ.
- ამავე მასაში ნელ-ნელა ჩაასხით სიროპი, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.
- ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.
- ჰალვა გადაიტანეთ ფორმაში და კარგად დატკეპნეთ.
- დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად.
- მოათავსეთ მაცივარში 4 საათი.
გემრიელად მიირთვით!