კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე

1510

ინგრედიენტები

  • ახალი კარტოფილი 5-7 ცალი
  • კვერცხის ცილა 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • ტკბილი დაფქული პაპრიკა გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კარტოფილი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით 1სმ გრძელ ნაჭრებად.

2.ათქვიფეთ კვერცხის ცილა აქაფებამდე.

3.დაუმატეთ მარილი, პაპრიკა, წიწაკა და კარგად მოურიეთ.

4.კარტოფილი მოათავსეთ ღრმა ჯამში და მოასხით კვერცხის ცილის მასა. კარგად მოურიეთ, რათა კარტოფილის თითოეული ნაჭერი დამუშავდეს.

5.ღუმელი გაახურეთ 200-220 გრადუსზე. გამოსაცხობი ფირფიტა ამოფინეთ პერგამენტით, დაალაგეთ კარტოფილი და გამოაცხვეთ 7-10 წუთი, შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი და შეწვით ოქროს ფერის მიღებამდე.

გემრიელად მიირთვით!