ხორცის ღვეზელი წვნიანი შიგთავსით

1486

გემრიელი ღვეზელი ხორცით ძალიან მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • რძე 150მლ
  • წყალი 100მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 30მლ
  • შაქარი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ფარში ნებისმიერი 300გ
  • ხახვი 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • სანელებლები ხორცისთვი
  • ძირა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით თბილი რძე და თბილი წყალი.
  2. დაუმატეთ მარილი, შაქარი, მშრალი საფუარი და კვერცხი.
  3. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი და მცენარეული ზეთი.
  4. მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ სამუშაო მაგიდაზე.
  5. დააბურთავეთ ცომი, მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ჯამში.
  6. თავზე დააფარეთ ნაჭერი და თბილ ადგილას მოათავსეთ 1,5-2 საათი.
  7. ხახვი და ბულგარული წიწაკა დააბლენდერეთ.
  8. ბოსტნეულის მასას დაუმატეთ ფარში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  9. დაუმატეთ სანელებლები და ძირა. მოურიეთ.
  10. ამოსული ცომი გაყავით 3 ნაწილად.
  11. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  12. ასევე 3 ნაწილად გაყავით ხორცის შიგთავის.
  13. ცომის ბურთულას ხელით მიეცით ღვეზელის ფორმა და ცენტრში მოათავსეთ ფარში.
  14. თავი მოუყარეთ კუთხეებს და დააფიქსირეთ, დააწექით ხელით და მოათავსეთ ნაკერით დაბლა 10-15 წუთი.
  15. გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ გამოსაცხობ ფორმაზე.
  16. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
  17. ცხელ ღვეზელს წაუსვით კარაქი.
  18. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და პაპრიკა.

გემრიელად მიირთვით!