უგემრიელესი სალათი სოკოსგან კორეულად

1527

კორეული სამზარეულო გამორჩეულია სალათების სიმრავლით.

ამ ხერხით სოკოს მომზადება ძალიან მარტივია.

შედეგი ყველას ნამდვილად მოეწონება.

ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს ეს სალათი, ამიტომაც მე მას ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • სოკო 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ხახვი 4 ცალი
  • ძმარი 9% 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 100მლ
  • ქინძი და კამა
  • მარილი 0,5 სუფრის კოვზი
  • ქინძის კაკალი  1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 0,5 სუფრის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი 4-5 კბილი

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ სოკო და გაყავით რამდენიმე ნაწილად.
  2. სოკოს მოაყარეთ სანელებლები და მოათავსეთ ცხელ წყალში.
  3. წყლის ადუღების შემდეგ დაელოდეთ 4-5 წუთი.
  4. მოხარშვის შემდეგ გადაასხით წყალი და გააგრილეთ სოკო.
  5. ხახვი დაჭერით მრგვლად.
  6. გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით გრძლად.
  7. დააქუცმაცეთ ნიორი და მწვანილი.
  8. გახურებულ ტაფას მოასხით მცენარეული ზეთი.
  9. შეწვით ხახვი ტაფაზე.
  10. ღრმა ჯამში მოათავსეთ ხახვი და დაუმატეთ ბულგარული წიწაკა.
  11. შემდეგ დაუმატეთ მწვანილი, სალათის ცენტრში მოათავსეთ ნიორი.
  12. შემდეგ დაუმატეთ შაქარიი, მარილი, ქინძი, პაპრიკა, შავი წიწაკა და ნიორს მოაყარეთ წითელი წიწაკა.
  13. მოასხით ძმარი და დაუმატეთ მოთუშული ხახვი.
  14. მოურიეთ ხელით (აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანი).
  15. სალათი მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.
  16. გემრიელად მიირთვით!