კარტოფილი – ყველასათვის საყვარელი და ძალიან პრაქტიკული ინგრედიენტია. მაგრამ კარტოფილმა XIX საუკუნიდან ძალიან გათქვა სახელი. ეს უნივერსალური ინგრედიენტი ძალიან დიდ შესაძლებლობებსა და გემოებს გვაძლევს.
დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ამ ცნობილი ინგრედიენტისგან მომზადებულ საოცარ კერძს, რომელსაც უკვე სეარქვეს კარტოფილის ლაზანია. მიჰყევით ინსტრუქციას და მოამზადეთ დაუვიწყარი კერძ.
კარტოფილის ცხობილა ხორცით
ინგრედიენტები
- 5-6 საშუალო კარტოფილი
- 1 თავი ხახვი
- 600გ ღორის ფარში
- 300გ ყველი
- 200მლ ნაღები
- 2 კვერცხი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.წვრილად დაჭერით ხახვი. მოთუშეთ ტაფაზე.
2.ცალკე ტაფაზე მცენარეულ ზეთზე შეწვით ფარში. დააფარეთ ტაფას თავზე, რათა ხორცმა შეინარჩუნოს ცხიმიანობა.
3.უკვე შემწვარ ღორის ფარშს დაუმატეთ ხახვი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ და შეწვით ისევ თავდახურული დაახლოებით 5-7 წუთი.
4.მარილიან წყალში მოხარშეთ კარტოფილი ქერქშივე. გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით მრგვლად.
5.მსხვილად გახეხეთ ყველი.
6.გამოსაცხობ ფორმაში დაიწყეთ კერძის აწყობა. პირველ ფენად მოათავსეთ კარტოფილი.
7.მეორე ფენად მოათვსეთ ნახევარი ფარში.
8.შემდეგ ფენად თანაბრად მოათვსეთ ნახევარი ყველი.
9.იგივე თანმიმდევრობით დაალაგეთ შემდეგი ფენები.
10.კვერცხს დაუმატეთ ნაღები. მიღებული სოუსი მოასხით ლაზანიას ზემოდან. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
ასეთი ლაზანია ძალიან ნოყიერი და გემრიელია. ეს კერძი სტუმრებს და ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონებათ. გემრიელად მიირთვით!