ტორტი ორცხობილისგან, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა

1008
Sweet waffle cakes cut with condensed milk

როგორც იცით ნამცხვრის და ტორტის მომზადებას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთელი დღის გატარება ღუმელთან გიწევთ. თუ მარტივად და სწრაფად გინდათ ტკბილეულის მომზადება, ეს რეცეპტი ძალიან გამოგადგებთ.

მინიმალურ დროსთან ერთად, მინიმალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ. საუზმეზე ყავასთან და ჩაისთან ძალიან გესიამოვნებათ.

გირჩევთ გამოიყენოთ ბისკვტისებური ორცხობილა, მაგრამ შეგიძლაით შეარჩიოთ თქვენი გემოვნებითაც.

ინგრედიენტები

  • 350გ ორცხობილა
  • 380გ შედედებული რძე
  • 100გ ნიგოზი

მომზადება

1.ორცხობილა და ნიგოზი დაფქვით.

2.დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე და კარგად მოურიეთ.

3.ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ მიღებული მასა.

4.კარგად ჩაპრესეთ მასა ფორმაში.

5.მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

აი ასეთი საოცარი ტორტი გამოგივათ!

თუ მზადებისას თქვენ დაუმატებთ კარაქს და კაკაოს მაშინ გამოგივათ უფრო გემრიელი დესერტი. გემრიელად მიირთვით!