როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ვაშლით და ქაშაყით

1132
Homemade Beetroot Salad in a small bowl (ready to eat)

ქაშაყი – პროდუქტი, რომლისგანაც ზამთრის სეზონზე სასწაული კერძების მომზადება შეიძლება. ზამთარი სწორედ ის დროა, როცა წვნიანი სალათები უნდა მიირთვათ ასე, რომ ქქაშაყზე უარს ვერ იტყვით.

უგემრიელესი სალათი თევზით

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ სალათის რეცეპტს, რომელშიც გაერთიანებულია ჭარხალი, ქაშაყი, ვაშლი და პიკანტური სოუსი. ამ სალათს შეგიძლიათ ლამაზი საახალწლო პრეზენტაციათ დაუმატოთ.

ამ სალათს აქვს დაუვიწყარი გემო და არომატი, მასში არსებული ინგრედიენტების შეხამების შედეგად მიღებული გემო ნამდვილად გაგაოცებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ჭარხალი
  • 200გ ქაშაყი
  • 1 ხახვი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ლიმონი
  • 1 სუფრის კოვზი დიჯონის მდოგვი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ვაშლი
  • მარილი გემვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ ჭარხალი, გაასუფთავეთ და დაჭერით გრძლად.

2.გარეცხეთ მწვანე ვაშლი, დაჭერით გრძლად.

3.თხელკანა ქაშაყი დაჭერით გრძლად.

4.მრგვლად დაჭერით ხახვი. შეგიძლაით გამოიყენოთ წითელი ხახვი.

5.თაფლს დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი. ქილას კარგად დააფარეთ თავი და აანჭღრიეთ.

6.სალათს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოათავსეთ, რამდენიმე საათი მაცივარში, უმჯობესია დატოვოთ მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით!