უგემრიელესი ცხობილები ხახვით

936

ურბილესი ცხობილები შემწვარი ხახვით ძალიან მოუხდება ტქვენს სადღესასწაულო მაგიდას.

დღეს ჩვენ გასწავლით შედევრის შექმნას ფქვილით, ხახვით და ზეითუნის ზეთით.

ღუმელში გამომცხვარი ცხობილები

ინგრედიენტები

  • 380გ ხორბლის ფქვილი
  • 100გ ხახვი
  • 1 წითელი ხახვი დეკორისთვის
  • 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 5 ზეთისხილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 7გ მარილი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • 190მლ თბილი წყალი

მომზადება

1.გაასუფთავსეთ და წვრილ კუბიკებად დაჭერით ხახვი.

2.ზეითუნის ზეთში შეწვით ხახვი.

3.საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაელოდეთ 5 წუთი.

4.შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, შაქარი, შემწვარი ხახვი და ზეითუნის ზეთი.

5.მოზილეთ ცომი (შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის საცხობი), დაელოდეთ მის ამოფუებას.

6.ცომი გაყავით 5 ნაწილად. ცომს მიეცით ბურთულების ფორმა. დააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ 15 წუთი.

7.დაჭერით წითელი ხახვი.

8.თითოეული ბურთულა გააბრტყელეთ 1სმ სისქის მრგვალ ფირფიტად.

9.შუაში მოათსვეთ ზეთისხილი, ზემოდან გააფორმეთ წითელი ხახვით.

10.ცხობილები მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე და დაელოდეთ ცოტახანი. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთი.

11.გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის გამოცხობა სხვადასხვა ხერხებით შეგიძლიათ, მაგრამ ღუმელში გამომცხვარი ყველაზე გემრიელი და სასარგებლოა.

ნოყიერი, ლამაზი და მარტივად მოსამზადებელი ცხობილები ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს. ისინი მარტივად ჩაანაცვლებენ ნაყიდ პურს. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.