შემწვარი ენა ნაღებისა და მდოგვის სოუსში

2379

ღორის ან საქონლის ენა, ერთის მხრივ, ჩვეულებრივი სუბპროდუქტია, მეორეს მხრივ კი – დელიკატესი. მისგან მსოფლიოში უამრავ კერძს ამზადებენ. ენის შეწვა და დამარინადებაც არის შესაძლებელი. რესტორნის დონის კერძები გამოდის.

აი ასე მარტივად შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში ენა, რათა ნაზი, არომატული და მადისაღმძვრელი გამოვიდეს. საკვანძო როლს კი სოუსი ასრულებს, ყველაფერი ერთად კი კომპონენტების არაჩვეულებრივ შეხამებას იძლევა. ენა მდოგვისა და ნაღების სოუსში საოჯახო ვახშმისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც კარგი იდეაა.

ინგრედიენტები

  • 500 გრ საქონლის ენა
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1,5 ს.კ. შავი და წითელი პილპილი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2-2,5 ჭიქა წყალი
  • 100მლ ნაღები
  • 2-3 ს.კ. დიჟონის მდოგვი
  • მარილი გემოვნებით
  • 60 გრ მაგარი ყველი
  • 50 გრ ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადება

1. გარეცხეთ ენა, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. დაამატეთ მთლიანი ხახვი და დაჭრილი სტაფილო, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი. აადუღეთ და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 1,5-2 საათის განმავლობაში.

2. მზა ენას დაასხით ცივი წყალი, მოაცილეთ კანი. შემდეგ დაჭერით.

3. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ორ ფენად.

4. მოამზადეთ სოუსი: შეურიეთ 33%-იანი ნაღები, მარცვლოვანი მდოგვი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი.

5. ნიგოზი მოხალეთ, შემდეგ დაჭერით მსხვილად.

6. მოასხით მიღებული სოუსი ენას, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით. მიირთვით ცხელი კერძი.

გააფართოვეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები, აუცილებლად მოგეწონებათ! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!