მსუბუქი საუზმეული- კრევეტისა და კიბორჩხალას ცხარე ტარტები

1098

ეს გემრიელი და მსუბუქი საუზმეულია. თუ სხვადასხვა სალათსაც დაუმატებთ, საუზმე ექვსი პერსონისთვის მზად გექნებათ.

საჭირო მასალა: 

  • 350 გ (1 პაკეტი) ფხვიერი ცომის მზა ხვეულა
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 5 მწვანე ხახვი
  • 1 მწარე წითელი წიწაკა
  • 250 გ დამუშავებული კრევეტი
  • 180 გ დაკონსერვებული ან ახალი კიბორჩხალა
  • მარილი, შავი პილპილი
  • 180 მლ (3/4 ჭიქა) ნაკლებცხიმიანი ნაღები
  • 3 კვერცხი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ლაიმის ცედრა (თუ ქიმ. დამუშავებულია, დამდუღრეთ)

მომზადების წესი: 

  1. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ცომი 6 კვადრატად დაჭერით და ტარტის გოფრირებულ ფორმებში (დიამეტრი 10 სმ ) გადაიტანეთ. კიდეები ჩამოუსწორეთ, ზედმეტი ცომი მოაჭერით და ძირი ჩანგლით დაუჩხვლიტეთ.
  2. თითოეულზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ზედ, სიმძიმისთვის, მშრალი მარცვლეული დაალაგეთ. აცხვეთ 15 წთ.
  3. ვიდრე ცომი ღუმელშია, დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე კარაქი გაადნეთ, წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა მოშუშეთ.
  4. დაუმატეთ კრევეტები და კიდევ 2-3 წთ შუშეთ, ვიდრე მომზადდება. გადმოდგით ცეცხლიდან და მასას კიბორჩხალას ხორციც დაუმატეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
  5. ნაღები, კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი ქინძი და გახეხილი ლაიმის ცედრა მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
  6. ცომს პერგამენტის ქაღალდი და მარცვლეული მოაცილეთ, გულსართით ამოავსეთ, კვერცხიანი სოუსი მოასხით და ღუმელში 15 წთ შეაბრუნეთ.
  7. შუაგული რომ გამოცხვება, ტარტები მზად არის. 10 წუთუ გააჩერეთ და სუფრაზე თბილი მიიტანეთ.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.