ქათმის რულეტი ბოთლში. ასეთს მაღაზიაში ვერ იყიდი, შინ მომზადება კი იმაზე იოლია, ვიდრე შეიძლება მოგეჩვენოთ

2741

სადღესასწაულო კერძების სიაში აუცილებლად არის ცივად დაჭრილი ხორცი. ფართო თეფშზე თხლად დაჭრილი ლორი, ძეხვეული და მოხარშული ხორცი იწონებს თავს. რა ჯობია ასეთ ხემსს?

გთავაზობთ ხორცის ამ ასორტის დაუმატოთ შინ მომზადებული ძალიან საინტერესო კერძი – ქათმის რულეტი ბოთლში. ის არამხოლოდ გემოთი, არამედ იერსახითაც გააოცებს სტუმრებს. შეგიძლიათ მას დაუმატოთ გემოვნებით ბარდა, სიმინდი და საყვარელი სუნელები.

ინგრედიენტები

  • 1 ქათამი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 30 გრ ჟელატინი
  • 450 მლ წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი, ქარი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ქათამი და მოათავსეთ უზეთო ტაფაზე. დაასხით 250 მლ წყალი და მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ დაუმატეთ მარილი, სუნელები, განაგრძეთ მომზადება კიდევ 25 წუთი. დააფარეთ თავსახური.
  2. ამავდროულად დაუმატეთ ჟელატინს დარჩენილი ცხელი წყალი (არა ადუღებული) და დატოვეთ სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
  3. ხორცი და ძვალი განაცალკევეთ. შეურიეთ ბულიონს, რომელშიც ითუშებოდა, ასევე დაუმატეთ ჟელატინი, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ნიორი. ოდნავ გააცივეთ.
  4. პლასტმასის ბოთლს მოაჭერით თავი, ჩაასხით მზა მასა და შედგით მაცივარში სანამ კარგად გაცივდება.
  5. ფრთხილად გაჭერით ბოთლი გვერდებზე და ამოიღეთ მზა რულეტი.

მნიშვნელოვანია, რომ მასა თბილ მდგომარეობაში ჩაასხათ ბოთლში და არა ცხელი, რათა ბოთლი არ დადნეს. საინტერესო ხერხია, არა? აუცილებლად მოუყევით მეგობრებს!