გოგრის მარმალადი კონსერვანტების გარეშე

2100

გოგრის მარმალადმა მისი პოპულარობით გადაფარა სხვა დესერტები და მათი ადგილი დაიკავა. ის ადამიანებიც სიამოვნებით მიირთმევენ, რომლებსაც სასტიკად არ უყვართ გოგრა. ამ მარმალადის მომზადება ძალიან მარტივია: მოამზადეთ საღამოს, მოათავსეთ მაცივარში და რამდენიმე დღის შემდეგ მიირთვით!

ეს კერძი არ შეიცავს, რაიმე კონსერვანტებს, ჟელატინისგან განსხვავებით. მის ნაცვალად ჩვენ გამოვიყენებთ აგარ-აგარს და ზომიერ რაოდენობა შაქარს. ლიმონის წვენი გვანიჭებს ორგანიზმისთვის საჭირო სიმჟავეს.

ინგრედიენტები

  • გოგრა 500გ
  • წყალი 80მლ
  • შაქარი 4 სუფრის კოვზი
  •  აგარ-აგარი 2 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი

მომზადება

1.გოგრა გარეცხეთ, ქერქისგან და თესლისგან გაათავისუფლეთ, დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ ქვაბში, ჩაასხით 80მლ წყალი და ნელ ცეცხლზე დატვეთ.

2.ქვაბს დააფარეთ თავზე და გოგრა მოთუშეთ 15 წუთის განმავლობაში (ურიეთ), მზა ნაჭრები უნდა დარბილდეს.

3.გააგრილეთ მოახშული გოგრა, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ლიმონის წვენი და შაქარი. გოგრის პიურე გადაასხით ქვაბში და ადუღეთ 1 წუთი. მას დაუმატეთ აგარ-აგარი, ისე რომ განუწყვეტლივ ურიოთ.

4.მზა მასა ჩაასხით ფორმებში, დაელოდეთ გაგრილებას ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ მოათავსეთ მაცივარში. 15-20 წუთში გოგრის მარმელადიც მზად არის!

მარმელადი შეგიძლიათ ამოავლოთ შაქარში, ქოქოსში, სეზამში, რათა ტკბილეული გახდეს მრავალფეროვანი და გემრიელი. თუ თქვენ პატარა კექსის ფორმები არ გაქვთ, მაშინ ის შეგიძლიათ მოამზადოთ პლასტმასის კონტეინერში, რომელიც ამოფენილი უნდა იყოს პერგამენტით. შემდეგ ამოიღეთ და ოთხკუთხედად დაჭერით.