ხორცის რულეტები დამწნილებული კომბოსტოთი და სოკოთი

419

ესეიგი, გვაქვს ხორცი, მჟავე კომბოსტო და შავი ქლიავი. არომატის გასაძლიერებლად შეგვიძლია დაუმატოთ მოთუშული სოკო. თეთრი კარგიგადაწყვეტილებაა, მაგრამ გამოდგება ნებისმიერი. მათი მომზადება მარტივია: მოასხით ცხელი წყალი 5-7 წუთი. ამის შემდეგ გადაასხით წყალი, ხოლო სოკო დაჭერით წვრილად.

ინგრედიენტები

  • ღორის კისერი 700გ
  • მწნილი კომბოსტო 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • შავი ქლიავი 7 ცალი
  • მშრალი სოკო გემოვნებით
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • საფანელი 3 სუფრი სკოვზი

მომზადება

1.კისერი დაჭერით თხლად და ორივე მხრიდან დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში. 1 წუთის შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო და მომზადებული სოკო. მოთუშეთ 10 წუთი.

3.დაჭერილ ხორცზე მოათავსეთ 1 სუფრისკოვზი შიგთავსი. დაახვიეთ რულეტისებურად.

4.ამოავლეთ საფანელში, კვერცხში და ისევ საფანელში.

5.შეწვით ყველა მხირდან ცხელ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!