როგორ გამოვაცხოთ ფანტასტიური ნამცხვარი ლორით

1105
meat pie

“როდის დანაყრდები?” 200% დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკვითხვა ყველა დიასახლისს გასჩენია, როცა სიყვარულით სავსე თვალებით შესცქერის მის ქმარს, როგორ ჭამს მერვე კატლეტს, ერთ ქვაბ მაკარონს და სვამს ერთ ლიტრ წვენს. ამის შემდეგ მაინც უკმაყოფილოა და დიდი პრეტენზიით აცხადებს იმას, რომ ერთი და იგივე საჭმელი ყოველ დღე მობეზრდა. ამიტომაც შესთავაზეთ თქვენს მეუღლეებს განსხვავებული კერძები!

ჩვენი რედაქცია ჯინის მსგავსად შეგისრულებთ სურვილებს და ამითვ გაახარებს თქვენს მეუღლეებს. არ გინდათ არაფრის ინტერნეტში მოძიება, რადგან ჩვენ გთავაზობთ საოცარ რეცეპტს – ნამცხვარს ლორით! მისი გემოსგან გამოწვეული ემოციების დამალვა მართლაც, რომ რთულია. ჩვენ გთავაზობთ საფეხურეობრივ რეცეპტს ამ ნამცხვრის მოსამზადებლად. ახლავე შეუდექით მზადების პროცესს!

ნამცხვრის შიგთავსები

ერთი წუთით გადავერთოთ შიგთავსებზე. და მართლაც, თუ ლორისგან შეიძლება ნამცხვრის მომზადება, რატომ არ შეიძლება მოვამზადოთ ის მწყერისგან და ხამანწკებისგან? მის მოსამზადებლად არაფერი გვიშლის ხელს, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან ნამცხვარი გამოდის ძალიან სურნელოვანი და პიკანტური, მაგრამ ჩვენს წინაშეა ერთი პრობლემა: ამ კერძით რთულია მშიერი მამაკაცის დანაყრება. ამ შემთხვევაში ლორი არის ყველაზე გამართლებული არგუმენტი. რაც მთავარია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ლორი.

რეკომენდირებული არ არის გამოყენოთ დაძველებული ლორი, რადგან ის კერძში შეიტანს თავის დამახასიათებელ გემოს, მაგრამ თუ ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. არ შეშინდეთ ამ უცნაური რეცეპტით, რადგან შედეგი მართლაც, რომ საოცარია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 50გ საფუარი
  • 1.25 ჭიქა რძე
  • 125გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჩის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა
  • ფქვილი – რამდენსაც მოითხოვს ცომი
  • 2-3 სუფრის კოვზი ძირა

მოსასხმელი მასის ინგრედიენტები

  • 500გ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  •  მარილი გემოვნებით

მომზადება

გახსენით საფუარი თბილ წყალში, ჩაასხით ოდნავ თბილი რძე, დაუმატეთ შაქარი, მარილი და ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილი: ცომი თავისი კონსისტენციით უნდა ჰგავდეს თხევად არაჟნს. მიღებული მასა დადგით თბილ ადგილას და დაელოდეთ აფუებას. შემდეგ ისევ დაამატეთ ფქვილი, იმდენი რომ დაემსგავსოს სქელ არაჟანს.

2. დაადნეთ კარაქი და დაამატეთ ცომში, და აქვე ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი წითელი წიწაკა. არ ინერვიულო, შეცდომაზე. თუ გაქვს ეჭვი, ენდე შენს ინტუიციაას და გულის ხმას მიყევი. ცომს მიეცით საშუალება კიდევ ერთხელ ამოსვლის, ამის შემდეგ ჩაზილეთ და მიიყვანეთ ისეთ დონემდე, რომ არ გეკრობოდეთ ხელზე. გადააფარეთ პირსახოცი და კვლავ მოათავსეთ თბილ ადგილას.

3.მოვია ლორის დროც. ჩვენ შეგნებულად არ დავწერეთ მისი რაოდენობა, რადგან ხელთ არსებული ნებისმიერი რაოდენობის ლორი გამოიყენოთ. თუ გაქვთ სტანდარტული, მარილიანი და გულ-მკერდის ნაჭრები. დაჭერით კუბიკებად და შეწვით მარგარინში. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სალა შეიწვა და არა გამოიფიტოს: უნდა იიღოთ გამჭირვალე ნაჭრები.

4.ამოვიდა ცომი, დროა მოვამზადოთ ის ცხობისთვის. ცომისგან შექმენით 2-3სმ სისქის ფირფიტა, მოათავსეთ ჯებირებიან ფორმაზე, მოაყარეთ ძირა, შემდეგ ზემოდან დაალაგეთ მარგარინში შემქვარი ლორი ცხიმთან ერთად და გადაანაწლიეთ მთელს ზედაპირზე თანაბრად. როგორც მიხვდით შიგთავსის რაოდენობა თქვენზეა დამოკიდებული.

5.მოსასხმელი მასა კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოასხით ლორს და მოათავსეთ ნამცხვარი ღუმელში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. მისი გამოცხობის შემდეგ გაშალეთ სუფრა და ამაყად დაელოდეთ მეუღლეს: მისი გულის მოსახიბლი პროდუქტი მზად არის!

ჩვენ 200% დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენს მეუღლეებს ეს კერძი ძალიან მოეწონებათ. მოამზადეთ და ასიამოვნეთ თქვენი მეუღლეები!