7 შესანიშნავი იდეა საფუარიანი ცომისგან სხვადასხვა დესერტის მოსამზადებლად

2918

მზა ცომი შეგიძლიათ იყიდოთ, მაგრამ მისი მომზადება საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 500 გრ ფქვილი
  • 330 მლ წყალი
  • 13 გრ მარილი
  • 1 შეკვრა მშრალი საფუარი (10 გრ)
  • 2-3 ს.კ. თბილი წყალი (საფუარისთვის დაახლ. 35°C)

მოვზილოთ ცომი:

გახსენით საფუარი თბილ წყალში 15 წუთით. ფქვილში შეურიეთ მარილი, შუა ნაწილი ამოაღრმავეთ და ჩაასხით შიგ საფუარი. ხელით ფრთხილად მოზილეთ ცომი და ნახევარი საათით თბილ ადგილას შეინახეთ, რომ აფუვდეს. შემდეგ კვლავ მოზილეთ და ისევ გააჩერეთ 30 წუთით.

1. ფუნთუშები რგოლებისგან

(დაახლოებით 8 ცალი დაგვჭირდება)

  • საფუარიანი ცომი
  • ორი სხვადასხვა ფორმის ჭიქა
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი

მომზადების წესი 

მიეცით ცომს სქელი ბლინის ფორმა და 2 ჭიქით ამოჭერით მისგან ორი რგოლი, ერთი ფუნთუშასთვის. განასკვეთ ცომის ორი რგოლი ერთმანეთში, როგორც ქვემოთ ვიდეოზეა ნაჩვენები. მოათავსეთ ფუნთუშებისთვის განკუთვნილი ცომი საცხობ ლანგარზე, წაუსვით კვერცხი, მოაყარეთ მარილის კრისტალები და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში 240 გრადუსზე. მზა ფუნთუშები განსაკუთრებით გემრიელია ტკბილ მდოგვთან.

2. ოქროს ბეჭედი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საფუარიანი ცომი
  • ცეცხლგამძლე ჭურჭელი
  • სუფთა დანა

მომზადების წესი

ცომისგან გააკეთეთ ბურთი და შეინახეთ თბილ ოთახში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ორად გაყავით ცომი და მიეცით სქელი დონატების (ბუბლიკების) ფორმა და მათ შუაში მოათავსეთ ცეცხლგამძლე თასი. დანით დაჭერით ცომი ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ პურს შეგიძლიათ მსუბუქად მოაყაროთ ფქვილი სილამაზისთვის.

3. დაწნული პური

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საფუარიანი ცომი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე

მომზადების წესი

ცომს მიეცით ბურთის ფორმა და დაყავით 4 ნაწილად. თითოეულ ნაჭერს მიეცით თხელი, გრძელი ძეხვის ფორმა და საცხობ ლანგარზე გადააჯვარედინეთ ისინი. ცომისგან მრგვალი ნაწნავი გააკეთეთ, როგორც ვიდეოში, შემდეგ კი გააჩერეთ 10 წუთით. წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი და რძე, შემდეგ გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 220 გრადუსზე.

4. ფუნთუშები ფორთოხლით

(ჩვენ დაგვჭირდება 3-4 ც)

  • საფუარიანი ცომი
  • 1-2 ც კვერცხი
  • 50 გრ შაქრისა და დარიჩინის მშრალი ნაზავი (თითოეულ ფუნთუშაზე)
  • ფორთხოლის ცედრა
  • შაქრის მინანქარი

მომზადების წესი 

გაყავით ცომი 3-4 ნაწილად. თითოეულ ნაჭერს მიეცით მართკუთხა ბლინის ფორმა. ცომს წაუსვით კვერცხი და სქლად წაუსვით შაქრისა და დარიჩინის ნაზავი. დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა, შემდეგ კი თითოეული ფენა გაახვიეთ გრაგნილივით. თითოეული გრაგნილი გაჭერით თითქმის ბოლომდე და გადახლართეთ ერთმანეთში, ისევე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

მიღებული ნაწნავი ბეჭედივით შეაერთეთ. წაუსვით ფუნთუშებს კვერცხი და გააჩერეთ თბილ ადგილას 10 წუთით. შემდეგ კი გამოაცხვეთ ისინი 220 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. მზა ფუნთუშები შეგიძლიათ გააფორმოთ შაქრის მინანქრით.

5. ვარსკვლავი ვანილით

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საფუარიანი ცომი
  • შაქარი

ვანილის პუდინგი:

  • 350 მლ რძე
  • ვანილის ღერო
  • 1 შეფუთვა ნაზავი ვანილის პუდინგისთვის
  • 40 გრ შაქარი

მომზადების წესი 

თავდაპირველად მოამზადეთ ვანილის პუდინგი: შეურიეთ 6 ს.კ. რძე და შაქარი ერთმანეთს, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი რძე და გააცხელეთ. დაუმატეთ ვანილი ღეროდან და ჩაასხით ნაზავი პუდინგისთვის. გააცხელეთ, პერიოდულად მოურიეთ მანამ, სანამ ნაზავი სქელი, ერთგვაროვანი კონსისტენციის არ გახდება. შემდეგ გააჩერეთ პუდინგი, რომ გაცივდეს. თანაბრად გაყავით ცომი, თითოეულ ნაწილს მიეცით მრგვალი, ბრტყელი  ბლინის ფორმა. ერთ-ერთი ფენა დაფარეთ პუდინგით, მეორე კი ზემოდან დაადეთ.

გაყავით კონსტრუქცია 8 ნაწილად. თითოეული სამკუთხედის ცენტრში გააკეთეთ პატარა ჭრილი და გაკვანძეთ. გაკვანძული ნაჭრებით ვარსკვლავის კონსტრუქცია გააკეთეთ, ისევე როგორც ვიდეოში. მოაყარეთ ზემოდან შაქარი და გააჩერეთ 10 წუთით თბილ ადგილას, შემდეგ კი გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

6. ვარდის ბუკეტი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • საფუარიანი ცომი
  • კარაქი (საცხობ ფორმაზე წასასმელად)
  • 1 ც კვერცხი
  • შაქრის პუდრი

მომზადების წესი 

გაიყვანეთ ცომი და მიეცით თხელი ბლინის ფორმა, ამოჭერით მისგან დაახლოებით 8 სმ-იანი წრეები. მოხარეთ 3 წრე, ისევე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გაახვიეთ გრაგნილივით. თითოეული გრაგნილი გაჭერით შუაზე და მათი ნახევარი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე(სანამ ცომს მოათავსებდეთ, კარგად წაუსვით კარაქი საცხობ ფორმას). შეინახეთ თბილ ადგილას 10 წუთით. ბოლოს წაუსვით ცომს კვერცხი და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

7. პური დეკორაციით 

ამის მოსამზადებლად თქვენ მხოლოდ საფუარიანი ცომი დაგჭირდებათ.

ცომის ორი მესამედს მიეცით ჩვეულებრივი ბურთის ფორმა და 30 წუთით გააჩერეთ, რომ აფუვდეს. დარჩენილი ცომი კარგად გააბრტყელეთ და დაჭერით 1 სმ სისქის ზოლებად. ამის გაკეთება უფრო გაგიმარტივდებათ, თუ გამოიყენებთ ღუმელის სუფთა გრილს. დაადეთ იგი გაბრტყელებულ ცომს, შემდეგ კი დანით დაჭერით ცომი.

მოათავსეთ ბურთის ფორმის ცომი საცხობ ლანგარზე და გააფორმეთ თხელ ზოლებად დაჭრილი ცომით. შეგიძლიათ ისევე გააკეთოთ, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ან სურვილისამებრ სხვაგვარად გააფორმოთ პური. გააჩერეთ ეს კონსტრუქცია 20 წუთით, შემდეგ კი 20 წუთით მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 240 გრადუსზე. შემდგომ შეამცირეთ ტემპერატურა 200 გრადუსამდე და კვლავ გამოაცხვეთ 15 წუთით, სანამ ზედაპირი არ გახდება ოქროსფერი.

იმისათვის, რომ მათი მომზადება გაგიადვილდეთ, იხილეთ ვიდეო: