როგორ მოვამზადოთ ფრიკადელკები

775
Mixed grill on a plate with excellent wine

გერმანელები ძალიან ამაყობენ მათი ძეხვეულით. ეს კერძი გახდა მათი ნაციონალური და თქვენი მისი შეძენა ქალაქის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ. ეს კერძი მართლაც, რომ უგემრიელესია, ის რაღაციტ განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი კატლეტებისგან.

ცნობილმა ვიდეო ბლოგერმა ვლად პისკუნოვმა ვრცლად ილაპარაკა ამ კერძის შესახებ თავის ბლოგში. და დაარქვა მათ ფრიკადელკები.

როგორ მოვამზადოთ ძეხვი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 500გ ფარში
  • 2 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი ჯავზი (მუსკატის კაკალი)
  • 0,5 ჩაის კოვზი კარდამონი
  • 0,5 ჩასის კოვზი შავი წიწაკა
  • 30გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 50მლ ვაშლის ძმარი
  • ოხრახუში

მომზადება

  1. უმჯობესია ფარში იყოს ნარევი ხორცისგან. მაშინ გემო იქნება უფრო საინტერესო და გაჯერებული. თუ თქვენ შეიძენთ გატარებულ ფარშს ის ხელახლა გამოატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად ან ხორცთან ერთად გამოატარეთ ხორცსაკეპში. წვრილად დაჭერით ოხრახუში, ნიორი დაჭყლიტეთ.
  3. სანელებლები ჩაყარეთ სანაყ ქვაში და კარგად დაფქვით. შემდეგ დაუმატეთ შვრიის ქატო, ხახვი, ნიორი, ოხრახუში და ფარში.
  4. კარგად მოურიეთ, ფარში ერთი საათით შეინახეთ მაცივარში. შემდეგ სამზარეულოს ნემსით ან სპეციალური ხორც საკების თავით შექმენით მოგრძო ძეხვები. უმი ძეხვი 20 წუთით მოათავსეთ მაცივარში.
  5. ტაფაზე გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ მცენარეული ზეთი. ამ მასაში შეწვით ფორმირებული ძეხვები 1-1 წუთით ორივე მხრიდან. ამის შემდეგ ტაფაზე არსებულ მასას დაუმატეთ ძმარი. ის კერძის გემოს გააძლიერებს. დააბრუნეთ ძეხვები ტაფაზე და კარგად დაბრაწეთ.

ამ ძეხვის მომზადება ასევე შეგიძლიათ ბროწეულის წვენზე, ყურძნის წვენზე და ვაშლის ძმრის ანალოგზე.

ეს ძეხვი არ საჭიროებს გარე საფარველს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწლავი, ის შემადგენლობით ძალიან გავს კატლეტს, მაგრამ ფორმა აუცილებლად ძეხვის უნდა ქონდეს.