დამწნილებული პომიდორი ჩერი

1672

ზამთრის კერძები ყველა დიასახლისისათვის მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ზამთარი გვინდა გავახაროთ ჩვენები ხრაშუნა მწნილი კიტრით, თბილი სალათებით და ასევე არომატული პომიდვრებით.

პომიდვრის მწნილის გასამრავალფეროვნებად, ჩვენ გთავაზობთ ჩერის დამწნილებას. თქვენ დაგჭირდებათ ინგრედიენტების მინიმალური რაოდენობა, შედეგად თქვენ მიიღებთ საოცარ მწნილს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი ჩერი 3კგ
  • ხახვი 4 ცალი
  • ნიორი 10 კბილი
  • მარილი 1,5 სუფრის კოვზი
  • შაქარი 6 სუფრის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 4 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გამდინარე წყალში გარეცხეთ პომიდორი, ხოლო ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ ქერქისგან.

2.ყოველი პომიდორი კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ ღეროს ადგილას – ამის წყალობით ისინი მომზადებისას არ დასკდებიან. ქილა ბოლომდე ამოავსეთ პომიდვრებით. პროცესის მიმდინარებისას პომიდვრებს შუა მოათავსეთ ხახვის რგოლები და 2-3 კბილი ნიორი.

3.ჩერის ადუღებული წყალი დაასხით ორჯერ, ყოველ ჯერზე წყალი დატოვეთ 10-15 წუთით, შემდეგ წყალი გადაასხით და დაიწყეთ მარინადის მომზადება.

4.წყალში გახსენით შაქარი, მარილი და ძმარი, აადუღეთ და ჩამოასხით ქილებში. შეფუთეთ და დაელოდეთ მათ გაგრილებას. ჩამოთვლილი ინგრედიენტები გათვლილია 1 ლიტრ წყალზე.

მზა ჩერის პომიდვრები შეინახეთ გრილ ადგილას – ასე ისინი გაძლებენ ძალიან დიდიხანი. ეს მწნილი დაამშვენებს, როგორც ყოველდღიურ ასევე სადღესასწაულო მაგიდასაც. შეხვდით ზამთარს მომზადებულები.