2 მეთოდი, როგორ მოამზადოთ გემრიელი ცაცხვის მურაბა სახლის პირობებში

183

ივნისის ბოლოს ჰაერში უჩვეულოდ სასიამოვნო თაფლის არომატი იგრძნობა. ეს იმიტომ, რომ ამ დროს ცაცხვი ყვავილობას იწყებს. აგვისტოს დასაწყისამდე რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ყვავილი მოკრიფეთ, რომ ზამთრისთვის გემრიელი ნამზადი გააკეთოთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ცაცხვის მურაბა ნაჯერი არომატით.

მურაბის რეცეპტები ჩაიწერეთ. არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა. როგორც ცნობილია, ცაცხვის ყვავილი იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს და ნერვულ სისტემას ამშვიდებს. მურაბა კი არა, სასარგებლო ნივთიერებების საწყობია!

როგორ მოვამზადოთ ცაცხვის მურაბა: საუკეთესო მეთოდები

რეცეპტი №1

ინგრედიენტები:

  • 500 გ ცაცხვის ყვავილები
  • 500 გ შაქარი
  • 3 გ ლიმონმჟავა
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ცაცხვის ყვავილები გამდინარე წყალში გარეცხეთ. საწურზე დაწურეთ. პირსახოცზე ერთ ფენად გაშალეთ და მზეზე სრულად გაშრობა აცადეთ.
  2. სიროფი მოამზადეთ. სქელძირიან ქვაბში სუფთა წყალი ჩაასხით. შაქარი დაუმატეთ. ადუღების შემდეგ 5 წუთი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, აქტიურად ურიეთ. სიროფი ქურას მოაშორეთ.
  3. ქვაბში ცაცხვის ყვავილები მოათავსეთ. მდუღარე შაქრიანი სიროფი დაასხით. დაახურეთ თავსახური, რომლის დიამეტრი ქვაბზე პატარაა. ზემოდან ტვირთი დაადეთ. 20 წუთი გააჩერეთ.
  4. ვადის გასვლის შემდეგ ცაცხვის ყვავილებიანი ქვაბი ზომიერ ცეცხლზე დადეთ. ნარევი 30 წუთი ხარშეთ, პერიოდულად ურიეთ.
  5. ლიმონმჟავა დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 5 წუთი ადუღეთ. მომავალი მურაბა გადაწურეთ, ყვავილები მოაშორეთ.
  6. ცაცხვის მასა სტერილიზებულ ქილებში ჩაასხით. თავსახურები მჭიდროდ დაახურეთ. 24 საათი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მზადაა.

რეცეპტი №2

ინგრედიენტები:

  • 200 გ შაქარი
  • 150 გ ცაცხვის ყვავილები
  • 20 გ ჟელატინი
  • 250 მლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ცაცხვის ყვავილები კარგად გარეცხეთ. მზეზე გააშრეთ, პირსახოცი გამოიყენეთ, როგორც პირველ ვარიანტში.
  2. ცაცხვის ყვავილები ქვაბში მოათავსეთ. სუფთა წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ. ცაცხვის ყვავილები 3 წუთი ხარშეთ. ცეცხლს დაუწიეთ. თავსახური დაახურეთ და ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაცივებამდე გააჩერეთ.
  3. ცივი ნახარში გადაწურეთ. შაქარი და ჟელატინი დაუმატეთ. ცეცხლზე დადეთ. ნარევი ჟელატინის სრულად გადნობამდე ხარშეთ. ადუღების საშუალება არ მისცეთ.
  4. ცხელი მურაბა სტერილიზებულ ქილებში ჩაასხით. თავსახურები მჭიდროდ ჩააწყვეთ. სრულ გაცივებამდე სამზარეულოში გააჩერეთ.

ქილები ასეთი სასარგებლო და გემრიელი მურაბით გრილ ადგილას შეინახეთ. მზის სხივები არ უნდა მოხვდეს. შემოდგომაზე და ზამთარში მიირთვით, რომ იმუნიტეტის დამცავი თვისებები გაზარდოთ. ამ ამოცანას არომატული მურაბა ადვილად გაუმკლავდება.