როგორ მოვამზადოთ ქათმის ოლადები სოკოთი

942
carrot fritters with herbs on a plate

ხანდახან არის მომენტები, როცა საერთოდ არ გვაქვს დრო, რაიმე დაბალკალორიულის და ამავდროულად გემრიელის მოსამზადებლად. გვინდება უბრალოდ ნოყიერად მივირვთათ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმეები.

სწორედაც, რომ ასეთი დროისთვის ჩვენმა რედაიამ მოამზადა ეს საოცარი რეცეპტი. ზოგადად ოლადება ქათმის ხორცით ძალიან პოპულარული კერძია. ის მზადდება ძალიან მარტივი ინგრედიენტებისგან, დროც ძალიან მინიმალური სწირდება, მაგრამ გემო -თითებს ჩაიკვნეტთ!

ოლადები ქათმით

ინგრედიენტები

  • 300გ ქათმის ფილე
  • 400გ მოხარშული კარტოფილი ქერქით
  • 600გ ქამასოკო
  • 1 ხახვი
  • 100გ მდნარი ყველი
  • 2 კვერცხი
  • 8 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 200მლ რძე
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3-4 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაიონეზი

მომზადება

1.შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი. შემდეგ დაუმტეთ წვრილად დაჭრილი სოკო და შეწვით 5-7 წუთის განმავლობაში.

2.დაუმატეთ მდნარი ყველი და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.

3.ქათმის ფილე დაჭერით და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოთუშეთ 10 წუთით და გააგრილეთ.

4.მიღებული მასა კარტოფილთან ერთად გამოატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ კვერცხი, რძე, ფქვილი და სანელებლები. მოურიეთ.

5.ცომი მოატავსეთ კოვზით ცხელ მცენარეულ ზეთიან ტაფაზე. შეწვით ორივე მხრიდან.

6.მაგიდა გაალამაზეთ თბილი ოლადებით.

7.ოლადებს ძალიან უხდება არაჟანი და მაიონეზი.

რათქმაუნდა, ეს კერძი არ გამოირცევა დახვეწილობით. ქათმის ოლადები მაიონეზით ძალიან კარგად უმკლავდება თავის საქმეს: ნოყიერად და გემრიელად გამოკვებოს მთელი ოჯახი.

ხანდახან შეგიძლიათ მოეშვათ და არ იფიქროთ სასწორის ისრებზე. მთავარია, რომ კალორიული კერძების მიღება ჩვევად არ გექცეთ. გემრიელად მირთვით!