კენკრის ბურახი სახლის პირობებში

780

ბაბუაჩემი 20 წელი სახლში ამზადებდა ბურახს. მე მან მისი საიდუმლო რეცეპტი გამანდო!

ეს სასმელი სრლიად ნატურალურია, რადგან არ შეიცავ საღებავს და კონსერვანტებს.

ინგრედიენტები

  • შავი მოცხარი 1კგ
  • საფუარი 15-20გ
  • შაქარი 200გ
  • წყალი 5ლ
  • მოცხარის ფოთლები 5 ცალი

მომზადება

1.მოცხარი გამოწურეთ ან დააბლენდერეთ.

2.მიღებული პიურე, რამდენიმე ფენა მარლაში გამოწურეთ. თქვენ უნდა მიიღოთ სუფთა წვენი. ცალკე წყალში მოათავსეთ ფოთლები და შაქარი. აადუღეთ მასა.

3.საფუარს გადაურიეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა წყალი. დაელოდეთ 20 წუთი. შე,დეგ გადაურიეთ მოცხარის წვენს.

4.კარგად გადაურიეთ მასა. მიღბული კი დატოვეთ 1-2 დღე თბილ ადგილას.

მზა ბურახი ისევ გამოწურეთ და ჩაასხით ბოთლებში.

გემრიელად მიირთვით!