ზარმაცი კატლეტი – უმარტივესი რეცეპტი

1997

კატლეტი სინამდვილეში – საერთოდ არ არის რთული კერძი. ყველა ინგრედიენტი შეაერთეთ და ცხელ ტაფაზე მოამზადეთ. მაგრამ თქვენ თუ გინდათ ფარშის საკუთარი ხელით მომზადება და სანელებლების საკუთარი ხელით დაფქვა, მაშინ ეს პროცესი ძალიან დიდ დროს წაგართმევთ. ჩვენ დღეს გთავაზობთ ძალიან მარტივ რეცეპტს.

ჩვენს რედაქციას, როგორც ყველა ქალს უყვარს მარტივი და სწრაფი რეცეპტები, მაგრამ რაც მტავარია კერძი უნდა გამოვიდეს საოცრად გემრიელი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია ამის საუკეთესო მაგალითია – ზარმაცი კატლეტები!

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში- 500გ
  • ხახვი- 1 ცალი
  • ნიორი- 2 კბილი
  • მარილი- გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული)- გემოვნებით
  • ხმელი სუნელი- 1 ჩაის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი- 1 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეტი- გემოვნებით

მომზადება

1.აიღეთ საქონლის ან შერეული ფარში, დაუმატეთ მსხვილად გახეხილი ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი. მოაყარეთ წიწაკა, სანელებლები და დაუმატეთ სიმინდის სახამებელი (შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილის).

2.ფარშს შეურიეთ ზემოთ ხსენებული ინგრედიენტები, მზა მასა თანაბრად გადაანაწილეთ ცივ ტაფაზე. გვერდებში დაუმატეთ ცოტა კარაქი. შეწვით დაახლოებით 2 წუთი, რის შემდეგაც გამორთეთ ღუმელი და დააფარეთ თავსაფარი.

3.დაელოდეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნიჩბის მეშვეობით დაანაწევრეთ კუბიკებად. ფარშის კუბიკები გადმოაბრუნეთ საპირისპირო მხარეს და შეწვით დამატებით 2 წუთი.

სწრაფი და ოთხკუთხედი კატლეტები – ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ამ კერძს ძალიან უხდება ბარდის ფაფა და სპაგეტი. რაც მთავარია თქვენ ამ კერძის მომზადებაში არ დაკარგავთ დიდ დროს!