სუპ-პიურე ლობიოსგან

1314

ბავშვობაში ალბათ ყველასათვის საძულველი ინგრედიენტი იყო ლობიო. დედას ის სადაც არ უნდა დაემატებინა, ყოველთვის უფუჭებდა კერძს გემოს. წლების შემდეგ ძალიან ბევრი, რამ შეიცვალა, მაგრამ ლობიოს შეყვარება მაინც ვერ შევძელი.

სულ ახლახანს ჩემმა მეგობარმა გამიზიარა ძალიან საინტერესო რეცეპტი – სუფ-პიურე ლობიოსაგან. თავიდან რათქმაუნდა არ მომეწონა კერძის სახე მაგრამ გემოს გასინჯვის შემდეგ, ლობიო ძალიან შემიყვარდა.

ინგრედიენტები

  • დაკონსერვებული ლობიო- 200გ
  • კარტოფილი- 2 ცალი
  • წყალი- 1ლ
  • ნაღები- 100მლ
  • მზესუმზირის ზეთი- 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი- 2 კბილი
  • ხახვი- 1 ცალი
  • როზმარინი- 2 ცალი
  • დაფნის ფოთოლი- 1 ცალი
  • მარილი- გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული)- გემოვნებით

მომზადება

1.ხახვი დაჭერით და ტაფაზე მოთუშეთ მზესუმზირის ზეთში. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთის განმავლობაში.

2.დაჭერით კარტოფილი საშუალო კუბიკებად, როზმარინი დააქუცმაცეთ. ყველა იმგრედიენტი მოათავსეთ ღრმა ქვაბში და დაასხით წყალი. დაუმატეთ მოთუშული ხახვი, დაფნის ფოთოლი და საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ. კარტოფილის მოხარშვამდე არ გადმოიტანოთ ცეცხლიდან.

3.ბულიონს დაუმატეთ ლობიო და ცეცხლზე დატოვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. სუფიდან ამოიღეთ დაფნის ფოთოლი და ხელის სათქვეფით კარგად ათქვიფეთ მთლიანი მასა. პიურეს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ნიგოზი, ნაღები და კარგად მოურიეთ.

მზა სუფ-პიურე შეგიძლიათ მიირთვათ კრუტონებთან ერთად, მოაყაროთ დაფქული მწვანილი, ხახვი და ბულგარული წიწაკა. თუ ინგრედიენტთა სიიდან ნაღებს ამოვიღებთ მაშინ ამ კერძის მირთმევა მარხვის დროსაც შეგიძლიათ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!