როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ხრაშუნა კომბოსტოს მწნილი ჭარხლით

4187

გასტრონომიას რედაქცია გაგიზიარებთ გამოცდილებას და გასწავლით თუ როგორ უნდა დაამწნილოთ კომბოსტო ისე, რომ ის ხრაშუნა და  იდეალური  გამოვიდეს.

მაშ ასე:

ინგრედიენტები:

  • 5 კგ კომბოსტო
  • 400-500 გ ჭარხალი
  • 5 თავი ნიორი
  • 2 კონა ნიახური
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 4-5 ცალი ცხარე წითელი წიწაკა
  • 250-300 გ მარილი

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო გავჭრათ ოთხად, ჭარხლები გავფცქვნათ და შუაზე გავჭრათ.
  2. მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი, წიწაკა და ნიახური.
  3. ავადუღოთ წყალი და გავხსნათ მარილი. მდუღარე წყალს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შევაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს. მწნილს დავადოთ წნეხი (სიმძიმე), რომ კომბოსტო წვენით კარგად დაიფაროს და ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ.
  4. მზად იქნება დაახლოებით 1 კვირაში.

გემრიელად მიირთვით!