შვრიის ქატოს მაფინები ჩაის და ყავის იდეალური პარტნიორია

1890

ამ მაფინის საღეჭი რეზინის კონსისტენცია აქვს. შესანიშნავია ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად. მაშ, ასე დავიწყოთ მისი მომზადება.

ინგრედიენტები: 

  • 500 მლ (2 ჭიქა) ვაშლის პიურე, უშაქრო
  • 60 გ ფინიკი
  • 150 გ შვრიის ქატო
  • 120 მლ დაბალცხიმიანი რძე
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 3/4 ჩ.კ კოჭა
  • 1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 75 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ს.კ სელის თესლი
  • 1/1.4 ჩ.კ სოდა
  • 1/4 ჩ.კ მარილი
  • 1/4 ჩ.კ ხმელი ბაჰარი
  • 30 გ შვრიის ფანტელი

მომზადების წესი:

  1. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 190 გრადუსზე. მინი მაფინის 12 ფორმას ცხიმი ოდნავ წაუსვით.
  2. ქვაბში მოათავსეთ ვაშლის პიურე და კურკაგამოცლილი,დაჭრილი ფინიკი. საშუალო ცეცხლზე 15-20 წთ შემოდგით, დროდადრო ურიეთ, ვიდრე 1-ის 1/4 ჭიქამდე მოიკლებს.
  3. მასა თანაბრად გაანაწილეთ ლანგარზე და გააცივეთ.
  4. გადაიტანეთ დიდ ჯამში და დაუმატეთ შვრიის ქატო, რძე, კვერცხი, თაფლი, კოჭა და ვანილი. გააჩერეთ 10 წთ.
  5. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, სელის თესლი, სოდა, მარილი, ბაჰარი და შვრიის ფანტელი. შეაზილეთ ქატოიან მასას.
  6. ფორმებში კოვზით გადაიტანეთ.
  7. აცხვეთ 15-20 წთ, ცენტრში ხის ჩხირი ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, მაფინი მზად არის.

10 წთ ფორმაშივე გააგრილეთ. სუფრაზე თბილი მიიტანეთ.