ზამთრისთვის ეს სალათი აუცილებლად უნდა მოამზადოთ

1091

ეს სალათი ძმრის გარეშე. საუკეთესო დანამატია მეორე კერძისთვის. სადღეასწაულო მაგიდასაც ძალიან უხდება.

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი 2კგ
  • ბულგარული წიწაკა 1კგ
  • პომიდორი, ხახვი, სტაფილო 700გ
  • ვაშლი 400გ
  • მწვანე ხახვი
  • წიწაკა
  • მცენარეული ზეთი 250მლ
  • მარილი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული.
  2. დაჭერით ხახვი, წიწაკა, პომიდორი, ხოლო სტაფილო გახეხეთ.
  3. კუბიკებად დაჭერით ბადრიჯანი.
  4. გააერთიანეთ ბოსტნეული და დაუმატეთ ვაშლის კუბიკები.
  5. თუ თქვენ სპეციფიური გემოს მქონე ბადრიჯანი გაქვთ, მაშინ მოაყარეთ მარილი და 15 წუთში გარეცხეთ.
  6. მოთუშეთ ბოსტნეული საშუალო ცეცხლზე, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეთი.
  7. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მოურიეთ.
  8. მოთუშეთ 50 წუთი, პერიოდულად ურიეთ.
  9. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, შავი წიწაკა და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი.

გაასტერილეთ ქილები თქვენთის მოსახერხებელი მეთოდით.

გადაანაწილეთ სალათი ქილებში, დააფარეთ თავსაფარი, შეფუთეთ და დაელოდეთ გაგრილებას.

შეინახეთ გრილ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!