გემრიელი და მსუყე სენდვიჩები საუზმეზე

2126

მსუყე, სასარგებლო და გემრიელი საუზმე – ორგანიზიმს პროდუქტიულობისა და კარგი დღის საწინდარია. თქვენ რას მიირთმევთ დილაობით? ოჯახების უმრავლესობა, მითუმეტეს, რომლებშიც სკოლის ასაკის ბავშვები არიან დიდ ყურადღებს უთმობენ საუზმეს. რადგან საუზმეზე შეძენილი ენერგია ლანჩამდე უნდა იყოს საკმარისი.

მაგალითად, ტკბილი სენდვიჩები ბანანის შიგთავსით – უგემრიელესი ვიტამინები კრებულია, რომლებიც დილიდან ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ორგანიზმს. მაგრამ რა უნდა გააკეთოთ თუ ტკბილი არ გიყვართან დღის დაწყება მსუყე საუზმით არ გინდათ. მაშინ ჩვენ შემოგთავაზებთ ამ საოცარ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი-2 ცალი
  • რძე- 2 სუფრის კოვზი
  • მარილი- გემოვნებით
  • ოხრახუში-გემოვნებით
  • მდნარი ყველი-20გ
  • პომიდორი-20გ
  • პური-20გ
  • მზესუმზირის ზეთი- გემოვნებით

მომზადება

1.მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. პომიდორი დაჭერით მრგვლად. ათქვიფეთ კვერცხი, რძესთან და მარილთან ერთად. კვერცხის მასას დაუმატეთ ოხრახუში.

2.ჩვენ მოვამზადებთ კერამიკული ძირის მქონე ტაფაზე, რომელიც არ მიიკრავს ცომს. მასზე გააცხელეთ ზეთი და დაასხით კვერცხის მასა. როგორც კი კვერცხის ბლინები დაიწყებენ შეწვას მათ ცენტრში მოათავსეთ ყველი “ჰოკლენდი”.

3.ყველის დაადეთ პურის ნაჭერი. პური არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ დიდი დიამეტრის მქონე ტაფის აღება და ინგრედიენტების რაოდენობაში 1 ცალი კვერცხის დამატება.

4.პურზე მოათავსეთ პომიდვრის ნაჭერი, მას თავზე დააფარეთ ყველის მეორე ფენა. ეს კონსტრუქცია შეახვიეთ ომლეტში და გადმოაბრუნეთ. ამის შემდეგ ცეცხლზე დატოვეთ 1 წუთის განმავლობაში, რათა კარგად დაფიქსირდეს ფორმა. გემრიელად მიირთვით!