ხაჭოს უგემრიელესი დონატების რუმინული რეცეპტი ჯემითა და არაჟნით

1276

რუმინული სამზარეულო, განსაკუთრებით ტრანსილვანიაში, ერთ დროს ავსტრო-უნგრეთის კულინარიული ტრადიციების ძლიერი გავლენის ქვეშ მოექცა. ამრიგად, რუმინეთის ყველა რესტორანში შეხვდებით განსაკუთრებულ დესერტს – პაპანაშს, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან: დონატისგან, რომელსაც შუაში ხვრელი აქვს, სადაც ჯემს ასხამენ და ბურთი, რომელიც ჯემს ზემოდან ადევს და არაჟნითაა გაფორმებული.

პაპანაში არის სირნიკების ანალოგი, ოღონდ უფრო კალორიული. რუმინული პაპანაშის მომზადება სახლში ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. მის მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ მშრალი და ფხვიერი ხაჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტი ფქვილის გამოყენება დაგჭირდებათ და პაპანაშებიც უფრო მკვრივი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ხაჭო
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. ფორთოხლის ექსტრაქტი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 200 გრ არაჟანი
  • 300 გრ მზესუმზირის ზეთი
  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 30 გრ ვანილის შაქარი
  • მწიკვით მარილი
  • 150 გრ ჟოლოს ჯემი

მომზადების წესი

1. თასში კარგად გაწურეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხი, ფორთოხლის ექსტრაქტი, ვანილის შაქარი, მწიკვით მარილი, ლიმონის ცედრა, სოდა და კოვზით კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

2. მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ. შემდეგ ხელით მოზილეთ ცომი და “დაასვენეთ” 10 წუთით.

3. დროის გასვლის შემდეგ ფქვილიანი ხელებით დააცალკევეთ ცომი პატარ-პატარა ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი 120 გრამს უნდა იწონიდეს. შემდეგ ცომის ნაჭრებს მოაწყვიტეთ უფრო პატარა ზომის ნაწილი (დაახლოებით 40 გრამი, ეს იქნება დონატის ბურთულა). გააკეთეთ 6 დონატი და 6 პატარა ბურთულა.

4. რაფინირებული მზესუმზირის ზეთი დაასხით ღრმა ტაფაზე და შეწვით მასში დონატები და ბურთულები 2-3 წუთის განმავლობაში ორივე მხარეს.

5. მზა დონატები და ბურთულები ნახვრეტებიანი კოვზით აიღეთ ტაფიდან და ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. ხაჭოიან დონატებს ზემოდან არაჟანი და ჯემი მოასხით, ცეტრში ბურთულა მოათავსეთ და კვლავ დაასხით ჯემი და არაჟანი.