რა არის საკვები სინერგია: პროდუქტების კომბინაცია, რომლებიც აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის

1327

ჯერ კიდევ ძველად, ადამიანებმა შენიშნეს, რომ პროდუქტების ზოგიერთი კომბინაცია ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე სხვა დანარჩენი. დღეს ჩვენ მას საკვებ სინერგიას ვუწოდებთ – პროდუქტების ერთობლიობას, რაც ორგანიზმს მაქსიმალურ სარგებელს აძლევს.

საკვები სინერგია ნათლადაა გამოხატული ჩვენ მიერ წარმოდგენილ 9 წყვილში. ამ პროდუქტების ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები წარმატებით ავსებენ ერთმანეთს, რის გამოც, მათი ასიმილაცია ბევრად უფრო ეფექტური და სრულყოფილია.

საკვების სწორი სინერგია

1. ღვიძლი და ბულგარული პილპილი

ვიტამინი C მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რკინის შეწოვას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სისხლისა და სხეულის ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებაში. ორგანიზმში რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკლებობა (ანემია), იმუნიტეტის დაქვეითება და ხშირი დაღლილობა.

ერთ-ერთი რკინით ყველაზე მდიდარი პროდუქტი ძროხის ღვიძლი გახლავთ. ხოლო C ვიტამინი საკმაოდ ბევრია (3-4-ჯერ მეტი, ვიდრე ციტრუსში) ბულგარულ პილპილში.

ამიტომ, ღვიძლი და ტკბილი პილპილი იდეალური დუეტია მათთვის, ვინც ანემიითაა დაავადებული. ამ დუეტს შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი, კომბოსტო კალე და ბროკოლი, რომლებსაც “სუპერ ბოსტნეულებს” უწოდებენ მათი დაბალი კალორიულობისა და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო.

2. შვრია და რძე

ეს ნამდვილად კარგი ამბავია მათთვის, ვინც საუზმეზე შვრიის ფანტელს მიირთმევს რძესთან ერთად. შვრიაში არსებული მაგნიუმისა და რძეში შემავალი კალციუმის კომბინაცია ხელს უწყობს კალციუმის უფრო სრულფასოვან ათვისებას. და თუ როგორ მოქმედებს ეს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობ, ყველასთვის კარგადაა ცნობილი.

3. პომიდორი და ზეითუნის ზეთი

ბუნებრივი ანტიოქსიდანტური ლიკოპენით მდიდარი ბოსტნეულის (პომიდორი, სტაფილო) კომბინაცია უჯერ ცხიმებთან (ზეითუნის ზეთი, ორაგული, ავოკადო, ნიგოზი) გვეხმარება 8-ჯერ უფრო მეტი ლიკოპენის შეწოვაში, ვიდრე ცალკე პომიდვრის მიღება.

ლიკოპენი სასარგებლოა კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, რაც უფრო მაღალია ლიკოპენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, მით უფრო დაბალია ინსულტისა და გულის შეტევის რისკი, ასევე დაბალია “ცუდი” ქოლესტერინის დონე.

4. ვაშლი და შოკოლადი

ანთების საწინააღმდეგო კვერცეტინი ვაშლში და შოკოლადში შემავალი კატექინები ერთად ამცირებს თრომბოზის წარმოქმნის შესაძლებლობას და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა  სისტემის მუშაობას. უმჯობესია არ გათალოთ ვაშლი, რადგან მასში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა.

5. კვერცხი და ნესვი

ამ კომბინაციას ჩვეულებრივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. იგი სასარგებლოა იმით, რომ ცილებს ამეტაბოლიზირებთ სასარგებლო ნახშირწყლებთან. ამ პროდუქტების კომბინაცია არეგულირებს ინსულინის დონეს ორგანიზმში და ამით ამცირებს დიაბეტის, კიბოს, ანთებითი პროცესებისა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს.

6. სოიო და ორაგული

იზოფლავინი, რომელიც სოიოში გვხვდება, ორგანიზმში D ვიტამინის უკეთეს ათვისებას უწყობს ხელს. რაც შეეხება თევზს, კერძოდ, ორაგულსა და თინუსს, D ვიტამინის დონე, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით მაღალია მათში.

ექსპერტების აზრით, D ვიტამინი ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. ხშირი ინფექციები, მუდმივი დაღლილობა, კბილების, თმისა და ფრჩხილების სისუსტე, ეს ყველაფერი ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტის ყველა ნიშანი არ არის.

7. მწვანე ჩაი და ლიმონი

მწვანე ჩაიში არსებული კატექინები აფერხებენ კიბოს უჯრედების ზრდას. ლიმონის წვენი კი ამ ორგანული ნივთიერებების უკეთ შეწოვას უწყობს ხელს.

8. თევზი და ნიორი

თევზში არსებული ცხიმოვანი მჟავები ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, ნიორი კი აძლიერებს გულს. საკვებში მათ ერთდროულად გამოყენებას აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

9. წიწიბურა და ჩიტის ხორცი

წიწიბურა ძალიან უხდება ჩიტის ხორცს. ასეთი ხორცი შეიცავს თუთიას, რომელიც აუცილებელია წიწიბურაში შემავალი ვიტამინის B6-ის შეწოვისთვის. ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში.

თუ სხვადასხვა პროდუქტების სასარგებლო თვისებებს გონებრივად გააერთიანებთ, შესაძლოა საოცარ ეფექტს მიაღწიოთ. ეს კომბინაციები მნიშვნელოვნად ავსებს და აძლიერებს ერთმანეთის სასარგებლო თვისებებს.