როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი “კარტოფილი” შაქრისა და კვერცხის გარეშე

1789

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, ნაკლები შაქარი მეჭამა, ვერსად ვიპოვე დიეტური ტკბილეული, რომელიც მე მომეწონებოდა. მაგრამ ახლახანს, უბრალოდ ვცადე ნამცხვარი “კარტოფილის” მომზადება შედედებული რძის გარეშე, რომელიც მხოლოდ ნატურალური დამატკბობლებით მზადდება და გაოცებული დავრჩი იმით, თუ რამდენად გემრიელი აღმოჩნდა ეს დესერტი.

ამ ნამცხვრებს საკმაოდ მარტივი სტრუქტურა, საშუალო სიტკბო და წარმოუდგენლად სასიამოვნო კაკლის დაბოლოება აქვს. მისი მომზადება ძალიან მარტივია და, რაც მთავარია, მასზე უარის თქმა სულაც არ გჭირდებათ, რადგან მის მოსამზადებლად არც ფქვილი, არც შაქარი და კვერცხიც კი არ არის საჭირო.

ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გიზიარებთ დაბალკალორიული დესერტის რეცეპტს, რომელიც ძილის წინაც შეგიძლიათ მიირთვათ.

როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი “კარტოფილი”

ინგრედიენტები

  • 300 გრ მუხუდო
  • 4 ს.კ. ნუშის ფქვილი
  • 2 ს.კ. დაბლენდერებული ფისტა
  • 50 გრ ფინიკი
  • 50 გრ გარგარის ჩირი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 2 ც ბანანი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. მიწისთხილის კარაქი
  • 2 ს.კ. ყურძნის თესლის ფქვილი

მომზადების წესი

1. იმისთვის, რომ ეს პატარა ნამცხვრები დაამზადოთ, ინგრედიენტები წინასწარ უნდა მოამზადოთ. მუხუდო მთელი ღამით ჩაალბეთ წყალში, რომ დარბილდეს. დილით კი პარკოსნები საათნახევრის განმავლობაში მოხარშეთ.

2. სანამ მუხუდო იხარშება, მოადუღეთ წყალი, გამხმარ ხილს გამოაცალეთ კურკები და ჩაალბეთ მდუღარე წყალში 40 წუთით.

3. როდესაც მუხუდო მოიხარშება, გადაღვარეთ წყალი და ღრმა თასში დანაყეთ პარკოსნები.

4. დანაყულ მუხუდოს დაუმატეთ მიწისთხილის კარაქი.

5. გაარჩიეთ ბანანი, დაჭერით რამდენიმე ნაწილად და თაფლთან ერთად დაუმატეთ მუხუდოსა და მიწისთხილის კარაქის ნაზავს. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

6. დააბლენდერეთ ჩირი, რომ მიიღოთ პიურესებრი კონსისტენცია, დაუმატეთ პიურე მიღებულ ნაზავს და კვლავ მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

7. მიღებულ მასას დაუმატეთ ნუშის ფქვილი და დაბლენდერებული ფისტა. გაყავით მასა ორ თანაბარ ნაწილად და ერთ ნაწილს დაუმატეთ ყურძნის თესლის ფქვილი, რათა ნამცხვარი ყავისფერი გამოვიდეს.

8. თეთრი და ყავისფერი მასებისგან გააკეთეთ პატარა ფორმის ნამცხვრები და თითოეული ყურძნის თესლის ფქვილში ამოავლეთ.

ასეთი ნამცხვრის შენახვა მაცივარში მთელი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით!