როგორ მოვამზადოთ კიტრის სალათი

2281

ზაფხულის ცხელ დღეებში გვსურს თავი მაქსიმალურად მსუბუქად და თავისუფლად ვიგრძნოთ, ამიტომ კვებაც სათანადო უნდა იყოს. ძირითადი კერძის შევსება ახალი ბოსტნეულის სალათით, საგრძნობლად გაგიადვილებთ ორგანიზმის მუშაობას და შედეგად, თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ, ვიდრე მაშინ, როდესაც უბრალოდ ხორცს ან თევზს მიირთმევთ.

მათთვის, ვისაც ბოსტნეულის ჩვეულებრივი სალათები მობეზრდა, ჩვენმა რედაქციამ მოამზადა კიტრის სალათის თურქული რეცეპტი. ცივი, ხრაშუნა და გამაგრილებელი სალათი ჯაჯიკი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ!

 

კიტრის სალათი

ინგრედიენტები

  • 8 ც კიტრი
  • 1 კონა კამა
  • პიტნის პატარა კონა
  • 1 ც წითელი ხახვი
  • 200 გრ უბრალო ბერძნული იოგურტი
  • 2 ს.კ. ცხიმიანი არაჟანი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • მწიკვით შაქარი
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. წყალი

მომზადების წესი

1. თავდაპირევლად კარგად გარეცხეთ კიტრი და მოაჭერით ბოლოები. თუ ძველ კიტრს იყენებთ, უმჯობესია გათალოთ იგი.

2. დაჭერით კიტრი დაახლოებით 3 მმ სისქის წრეებად და ჩაყარეთ ღრმა თასში.

3. გაასუფთავეთ წითელი ხახვი და დაჭერით ნახევარ რგოლებად.

4. შემდეგ წვრილად დაჭერით კამა და ჩაყარეთ თასში.

5. ასევე წვრილად დაჭერით პიტნა და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტს.

6. წვრილად დაჭრილი ნიორი ცალკე თასში ჩაყარეთ.

7. ახლა კი დროა მოამზადოთ საკმაზი. თასში მოთავსებულ ნიორს დაუმატეთ იოგურტი, არაჟანი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, შაქარი, ზეითუნის ზეთი და წყალი, კარგად აურიეთ ინგრედიენტები.

8. მიღებული ერთგვაროვანი ნაღებისებრი მასა ზემოდან მოასხით ბოსტნეულს და მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!