მოამზადეთ ბადრიჯნის გემრიელი წასახემსი ბოსტნეულითა და ყველით

1803

ფარშირებული ბოსტნეულით სავსე ბადრიჯანი მადისაღმძვრელი, ძალიან გემრიელი და მიმზიდველი გამოდის. თუ გიყვართ ბოსტნეულის კერძები, მაშინ ეს ბადრიჯნის “ნავები” პომიდვრისა და პილპილის შიგთავსით აუცილებლად მოგეწონებათ.

გარდა ამისა, ამ კერძის ჭამა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, რადგან იგი ძალიან დაბალკალორიულია და დიეტურ კერძადაც შეიძლება ჩაითვალოს. იმისათვის, რომ კალორიულობა კიევ უფრო შეამციროთ, შეგიძლიათ ბოსტნეული მხოლოდ წყალში, ზეთის გარეშე მოთუშოთ.

ბადრიჯანი ფარშირებული ბოსტნეულით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ბადრიჯნის წასახემსი “ნავები” ბოსტნეულითა და ყველით.

ინგრედიენტები

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 1 ც პილპილი
  • 2-3 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 70 გრ ყველი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 3-5 ღერო ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ბადრიჯანი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთით. შემდეგ კვლავ გარეცხეთ ბოსტნეული და გაწურეთ, რომ მოაშოროთ ზედმეტი სითხე.

2. წაუსვით ბადრიჯანს მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთით.

 

3. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი. გათალეთ და წვრილად დაჭერით ხახვი. ბულგარული პილპილი გარეცხეთ და შიგთავსი გააცალეთ, შემდეგ პატარა კუბებად დაჭერით. პომიდორი მდუღარე წყალში ჩაალბეთ, კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით.

4. ხახვი მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 3-5 წუთით, შემდეგ დაუმატეთ პომიდორი და პილპილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კვლავ მოთუშეთ 3 წუთით.

5. გამომცხვარი ბადრიჯნები გააცივეთ. გამოაცალეთ რბილობი, მაგრამ ეცადეთ კანი არ დააზიანოთ. ბადრიჯნის რბილობი მოთუშულ ბოსტნეულს დაუმატეთ.

6. წვრილად გახეხეთ ყველი. ოხრახუში წწვრილად დაჭერით.

7. მიღებული ბოსტნეულის ფარშით შეავსეთ ბადრიჯანი, ზემოდან ყველი და ოხრახუში მოაყარეთ. გამოაცხვეთ ბადრიჯანი 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

8. სულ ესაა, ბადრიჯანი ბოსტნეულითა და ყველით მზადაა. გემრიელად მიირთვით!