ახალგაზრდა ყაბაყი ყველაზე გემრიელია, უფრო რბილია და არ აქვს თესლი.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მოამზადოთ მარინირებული სალათი ახალგაზრდა ყაბაყისგან.
ამ სალათის მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათშემდეგ კი ბოსტნეულის დასალექად 2-3 საათი, სამაგიეროდ სალათი წარმოუდგენლად გერმიელი გამოვა.
ყაბაყის სალათი კორეულად
ინგრედიენტები
- 1 ც ყაბაყი
- 1 ც სტაფილო
- 1 ც კიტრი
- 1/2 ტკბილი პილპილი
- კამის ღეროები გემოვნებით
- ქინძი გემოვნებით
- 2/3 ჭიქა ვაშლის ძმარი
- 2/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 2 ს.კ. სოიოს სოუსი
- 1 ს.კ. შაქარი
მომზადების წესი
1. ყაბაყი და სტაფილო წვრილად გახეხეთ. კიტრი და პილპილი კი თხელ ზოლებად დაჭერით.
2. შეურიეთ ბოსტნეული ერთმანეთს და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და კამის რბილი ღეროები.
3. ბოსტნეულის ნაზავი სუფთა ქილებში მოათავსეთ. თუ სალათს ზამთრისთვის ამზადებთ, ქილები და სახურავები აუცილებლად დაასტერილეთ.
4. მოამზადეთ საკმაზი: შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, ზეთი, სოიოს სოუსი და შაქარი.
5. ჩაასხით საკმაზი ქილებში, დაახურეთ სახურავები და შეანჯღრიეთ.
6. შეინახეთ სალათი მაცივარში 5-6 საათით. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ იგი.
ახალგაზრდა ყაბაყის სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
სალათის კონსერვაციისთვის ლიტრიან ქილებს სახურავი დაახურეთ და დაასტერილეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ მჭიდროდ მოუჭირეთ თავსახურს, ჩააბრუნეთ ქილები, შეფუთეთ ხელსახოცში და დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაცივდება. შეინახეთ ცივ ადგილას.