ასე ამოყვანილი ცომი არნახულად ფაფუკი და ჰაეროვანია, ხოლო მისგან დამზადებული ღვეზელი – შთამბეჭდავი

2783

ღვეზელი – ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი საჭმელია, რომელსაც ბებია წახალისების მიზნით ყოველდღიურად მიცხობდა. კარგად მახსოვს, თუ როგორ დავტრიალებდი მასთან ერთად სამზარეულოში და მოუთმენლად ველოდებოდი, თუ როდის დააცხობდა ბებია ტაფაზე საოცრად რბილ, ფაფუკ, მოცულობით და წვნიან ღვეზელებს ჩემი და ჩემი ძმისთვის.

გემრიელი ღვეზელის მთელი საიდუმლო სწორედ მის ცომშია. როგორც წესი, ცომს რძეზე ან წყალზე ამზადებენ, თუმცა ჩვენს ოჯახში ამისათვის ყოველთვის არაჟანი ან კეფირი გამოიყენება. ამ მეთოდით ამოყვანილი ცომი საოცრად რბილი და ფაფუკია, შესაბამისად ღვეზელებს ნამდვილად დაუვიწყარი გემო ეძლევა!

ინგრედიენტები:

  • არაჟანი – 250 მლ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • სოდა – 1 ჩ.კ.
  • შაქარი – 1 ჩ.კ.
  • კარტოფილი – 300 გრამი
  • კეფირი – 100 მლ
  • მზესუმზირის ზეთი – 2 ს.კ.
  • მარილი – ნახევარი ჩ.კ.
  • ხორბლის ფქვილი – 400 გრამი

მომზადება:

1. საშუალო ზომის ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში არაჟანი, კეფირი, მზესუმზირის ზეთი, კვერცხი, შაქარი და მარილი. დაამატეთ ნარევს საჭმელი სოდა და ფქვილი. ამოიყვანეთ ცომი.

2. სანამ ცომი კარგად ამოვა და საჭირო ზომამდე გაფუვდება, პარალელურად დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. რა თქმა უნდა, შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ შემთხვევაში უპირატესობა კარტოფილის პიურეს მივანიჭეთ.

3. ამოყვანილი ცომი დაყავით თანაბარ ნაჭრებად, კარგად გააბრტყელეთ, ჩადეთ შიგთავსი და მიეცით მას ღვეზელის ფორმა.

4. როდესაც ტაფაზე მზესუმზირის ზეთი კარგად გაცხელდება, შეუდექით ღვეზელების დაბრაწვას საშუალო ცეცხლზე.

გამზადებული ღვეზელები გადმოაწყეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რათა მთლიანად გამოიწოვოს ზედმეტი ზეთი.

გაუმასპინძლდით ამ უგემრიელესი ღვეზელებით საკუთარ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, ისინი დანამდვილებით მოიხიბლებიან საოცარი გემოთი და არომატით. გისურვებთ ბედნიერებას!