მოამზადეთ ძალიან გემრიელი სალათი შამპინიონით

2537

ამ უგემრიელეს სალათს “სუფრის მეფეს” უწოდებენ, რადგან იგი არა მხოლოდ ვიზუალურად არის ძალიან ლამაზი, არამედ ძალიან ფაფუკი, არომატული და მადისაღმძვრელია! იგი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს და მეტიც, თქვენი სუფრის მთავარი კერძი გახდება! მისი მომზადება ძალიან მარტივია, სამაგიეროდ სალათი ძალიან ეფექტურია და ნებისმიერ სტუმარს აწონებს თავს.

გემრიელი სალათი შამპინიონით

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ საოცრად გემრიელი და ლამაზი სალათი “სუფრის მეფე”. სამეფო კერძი უმარტივესი და უბრალო პროდუქტისგან.

ინგრედიენტები

  • 500 გრ შამპინიონი
  • 2 ც ხახვი
  • 150 მლ წყალი
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 250 გრ მაიონეზი
  • 6 ც კვერცხი
  • 150 გრ ყველი
  • 3 ც სტაფილო
  • 3 კბილი ნიორი
  • 3-4 ც კიტრის მწნილი
  • 1 შებოლილი ქათმის მკერდი
  • 4 ც კარტოფილი
  • პომიდორი-ჩერი, კამა, მწვანე ხახვი გასაფორმებლად

მომზადების წესი

1. გარეცხეთ და კუბებად დაჭერით სოკო შამპინიონი. გაარჩიეთ ხახვი და წვრილად დაჭერით. ხახვი და სოკო ერთად შეწვით ტაფაზე მცირეოდენ მცენარეულ ზეთთან ერთად.

2. ჩაასხით თასში წყალი და გახსენით მასში ჟელატინი. როდესაც ჟელატინი მთლიანად გაღვივდება, გააცხელეთ იგი მიკროტალღურ ღუმელში და შემდეგ გააჩერეთ, რომ თბილ მდგომარეობაში იყოს. დაუმატეთ თბილ ჟელატინს მაიონეზი და კარგად მოურიეთ.

3. წინასწარ მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი. კვერცხი გაარჩიეთ, განაცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან და ცალკ-ცალკე დახეხეთ წვრილად.

ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის დახეხილი გული, ყველი და 2-3 ს.კ. მაიონეზი. კარგად მოურიეთ.

4. აიღეთ მართკუთხა ფორმის ჭურჭელი მაღალი კუთხეებით და შიგნით საკვები ცელოფანი მიაკარით. მოათავსეთ მასში ჯერ კვერცხიანი და ყველიანი მასა, კარგად გადაანაწილეთ მთელს სივრცეზე. სოკოს დაუმატეთ 2 ს.კ. მაიონეზი, მოურიეთ და ჭურჭელში მოათავსეთ იგი.

5. დახეხეთ სტაფილო, ნიორი კი წვრილად დაჭერით. შეურიეთ სტაფილოსა და ნიორს 2 ს.კ. მაიონეზი, აურიეთ და ჭურჭელში მესამე ფენად წაუსვით.

6. კვერცხის ცილას დაუმატეთ მარილი და მაიონეზი, კარგად მოურიეთ და ჭურჭელში მეოთხე ფენად წაუსვით, ზემოდან კი წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი დაალაგეთ მთელს სივრცეზე.

7. წვრილად დაჭერით შებოლილი ქათმის მკერდი და კიტრის მწნილზე დაალაგეთ. დახეხეთ მოხარშული კარტოფილი და ჭურჭელში ბოლო ფენად მოათავსეთ. ზემოდან ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ და წაუსვით მაიონეზი. მზა სალათი მოათავსეთ მაცივარში 3 საათით.

8. როდესაც სალათი საკმარისად გამყარდება, ჩააბრუნეთ სალათი ლამაზ ფართო თეფშზე, მოაშორეთ ჭურჭელი და საკვები ცელოფანი.

9. გააფორმეთ სალათი წვრილად დაჭრილი კამით, მწვანე ხახვითა და პომიდორი-ჩერით. პომიდორი შეგიძლიათ გულის ფორმის სახით დაალაგოთ სალათზე.

10. სულ ესაა, ულამაზესი სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით!