ცომის 6 რეცეპტი უგემრიელესი პელმენების მოსამზადებლად

2056

ცომი წყლით, მინერალური წყლით, რძით ან კეფირით პელმენებს ძალიან გემრიელს და მაგარს ხდის. მოზილეთ ცომი ამ რეცეპტებით და უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.

1. მოხარშული ცომი პელმენისთვის წყლითა და კვერცხით.

ინგრედიენტები

  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი (200 მლ-იანი ჭიქა)

მომზადების წესი

ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და ზეთთან ერთად. თხევადი ნაზავი დაასხით ფქვილს და მოურიეთ. დაუმატეთ ადუღებული წყალი და მოზილეთ ერთგვაროვანი გლუვი ცომი. გადააფარეთ ხელსახოცი ან საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 15 წუთით.

2. მოხარშული ცომი პელმენისთვის წყლით, კვერცხის გარეშე. 

ინგრედიენტები

  • 3 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 1/2 ჭიქა წყალი (250 მლ)

აურიეთ ერთმანეთს 3 ჭიქა ფქვილი, ზეთი და მარილი ერთმანეთს. თანდათან დაუმატეთ მდუღარე წყალი და მოზილეთ ცომი. მაგიდაზე მოაბნიეთ ცოტაოდენი ფქვილი, გადაიტანეთ მასზე ცომი და კარგად მოზილეთ. ცომი უნდა გახდეს ელასტიური და ერთგვაროვანი. გადააფარეთ მას ხელსახოცი ან საკვები ცელოფანი და გააჩერეთ 20 წუთით.

3. ცომი პელმენებისთვის მინერალური წყლითა და კვერცხით.

ინგრედიენტები

  • 3-3 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი
  • 1 ჭიქა მინერალური გაზიანი წყალი (250 მლ)

შეურიეთ ერთმანეთს 2 1/2 ჭიქა ფქვილი, კვერცხი, ზეთი, მარილი და მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. მოაბნიეთ მაგიდაზე ცოტაოდენი ფქვილი და გადაიტანეთ მასზე ცომი. კარგად მოზილეთ იგი, საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი, ერთგვაროვანი და არ უნდა ეკრობოდეს. გადააფარეთ მას ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთით.

4. ცომი პელმენებისთვის რძით, კვერცხის გარეშე. 

ინგრედიენტები

  • 2 1/2-3 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჭიქა რძე (200 მლ)

შეურიეთ ერთმანეთს 2 ჭიქა ფქვილი და მარილი. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის რძე და მოურიეთ. თანდათან დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. იგი უნდა იყოს ელასტიური და არ უნდა ეკრობოდეს ხელს. გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 30 წუთით.

5. ცომი პელმენებისთვის კვერცხით, რძითა და წყლით. 

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი (250 მლ-იანი ჭიქა)
  • 100 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი

2 1/2 ჭიქა ფქვილს დაუმატეთ თბილი რძე, თბილი წყალი, მარილი და ჩანგლით მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი. აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მაგიდაზე მოაბნიეთ ფქვილი მოათავსეთ ცომი და ხელით კარგად მოზილეთ. მოასხით ცომს ზეთი და კვლავ მოზილეთ, რომ ცომი ხელზე აღარ მოგეკროთ. გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 30-40 წუთით.

6. ცომი პელმენებისთვის კეფირით, კვერცხის გარეშე. 

ინგრედიენტები

  • 1 1/2 ჭიქა კეფირი (250 მლ)
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 3 1/2 ჭიქა ფქვილი

სათქვეფით ათქვიფეთ კეფირი მარილთან ერთად. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 30-40 წუთით.