ზაფხული სალათების სეზონია. თითქმის არავის სურს ზაფხულის ცხელ დღეებში მძიმე, ცხელი კერძის მირთმევა. დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მივირთვათ ხილისა და ბოსტნეულის სულ მცირე 3 ულუფა დღის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 4 ყველაზე მარტივი და მსუბუქი სალათების რეცეპტს.
1. ძალიან მსუბუქი სალათი სიმინდით.
ინგრედიენტები
- 2 ც ვაშლი
- 200 გრ დაკონსერვებული სიმინდი
- 1 ც პატარა კომბოსტო
- ლიმონის წვენი
- მარილი, პილპილი
მომზადების წესი
- სიმინდს წყალი გადაუღვარეთ და გარეცხეთ. გათალეთ ვაშლი და დახეხეთ. წვრილად დაჭერით კომბოსტო.
- ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს ღრმა თასში. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. სალათი მზადაა!
2. ფიტნეს-სალათი.
ინგრედიენტები
- ქათმის მოხარშული გულ-მკერდი
- 2 ც კიტრი
- 2 ც პომიდორი
- 2 ც ტკბილი პილპილი
- 5 ს.კ. დაკონსერვებული სიმინდი
- 2 ს.კ. იოგურტი
- მარილი, პილპილი, კამა
მომზადების წესი
- თავდაპირველად დაჭერით კიტრი ვიწრო ზოლებად და ჩაყარეთ თასში.
- გამოაცხვეთ ქათმის გულ-მკერდი და შემდეგ თხელ ნაჭრებად დაჭერით. ასევე დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და იოგურტი და აურიეთ.
3. სალათი ბროკოლით.
ინგრედიენტები
- 500 გრ ბროკოლი
- 150 გრ მწვანე ზეთისხილი
- 1 ც ტკბილი პილპილი
- 2 ს.კ. ძმარი
- 20 მლ ზეითუნის ზეთი
- მარილი
მომზადების წესი
- დაყავით ბროკოლი პატარა ნაწილებად, ჩაყარეთ მდუღარე წყლით სავსე ქვაბში, ადუღეთ 5 წუთით, დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ თასში.
- დაუმატეთ პილპილი და ზეთისხილი. კარგად აურიეთ, დაუმატეთ ზეთი და ძმარი, და მოურიეთ.
4. სალათი ყვავილოვანი კომბოსტოსგან.
ინგრედიენტები
- 2 კგ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო
- 300 გრ მაიონეზი
- 6 კბილი ნიორი
- კამა
მომზადების წესი
- პირველ რიგში, გარეცხეთ და მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო მარილიან წყალში.
- ცალკე თასში შეურიეთ მაიონეზი (ან არაჟანი) და დაჭყლეტილი ნიორი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და კარგად მოურიეთ. დაასხით მიღებული მასა ყვავილოვან კომბოსტოს და კვლავ მოურიეთ.
- შედგით სალათი მაცივარში 2-3 საათით.
გემრიელად მიირთვით!