სტუმართმოყვარე დიასახლისმა „ოჯახური“ კარტოფილის რეცეპტი გამიმხილა

239

დედამთილი ოჯახურ კარტოფილს საოცრად ამზადებს. ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. გარედან ხრაშუნა ქერქით დაფარულია, შიგნით კი რბილია. როცა მასთან სტუმრად მივდივარ, ჭამისგან თავს ვერ ვიკავებ. ერთხელაც რეცეპტის გამხელა ვთხოვე. მაშინვე სიხარულით გამიზიარა.

ოჯახური კარტოფილი. როგორ მოვამზადოთ

აღმოჩნდა, რომ ასეთი კარტოფილი ჯერ ოდნავ უნდა მოხარშოთ, შემდეგ გამოაცხოთ. სწორედ ასე მიიღება ხრაშუნა ქერქით დაფარული კარტოფილის ნაჭრები, რომლებიც შიგნით რბილია. კარტოფილი სუფრაზე თითქმის არასდროს რჩება, თორემ ისე ცივიც ძალიან გემრიელია. Gastronomia.ge–ს რედაქცია ოჯახური კარტოფილის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კარტოფილი
  • 1 ჩ/კ იტალიური ბალახების ნარევი
  • 3–4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
  • 1 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ ტაბასკოს სოუსი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 2–3 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

1. კარტოფილს გათლა არ სჭირდება, ქერქიანად უნდა გამოაცხოთ. უბრალოდ ჯაგრისით კარგად გარეცხეთ. ჭუჭყი მოაშორეთ. შემდეგ ნაჭრებად დაჭერით. ეცადეთ, რომ ნაჭრების ზომა ერთნაირი იყოს. კარტოფილი ჯერ შუაზე გაჭერით, შემდეგ თითოეულ სამ ნაწილად.

2. კარტოფილი ქვაბში ჩაყარეთ და ცივი წყალი დაასხით. მარილი არ მოაყაროთ, რადგან ასე კარტოფილი დაიშლება და ხრაშუნა ქერქს ვეღარ მიიღებთ. დუღილამდე მიიყვანეთ და კიდევ 3–4 წუთით ხარშეთ.

3. ბოსტნეული დაწურეთ. ცხელ კარტოფილს დაუმატეთ ყველა სანელებელი, სუნელი, მცენარეული ზეთი და ტაბასკოს სოუსი. თუ ცხარე კარტოფილი არ მოგწონთ, ტაბასკოს სოუსი არ დაუმატოთ.

4. კარგად აურიეთ, რომ თითოეული ნაჭერი კარტოფილი სანელებლებით დაიფაროს. ბოსტნეული 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე ერთ ფენად დააწყვეთ.

5. კარტოფილი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ. მოსამზადებლად საკმარისია. მწვანილი და ნიორი დაჭერით. მზა კარტოფილს მწვანილისა და ნივრის ნარევი აურიეთ. მზადაა. შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ!

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ოჯახურად

კარტოფილის წინასწარ მომზადებაც შეიძლება. დილით მოამზადეთ, საღამოს გამოაცხვეთ. ზუსტად ისე, როგორც ხორცის შემთხვევაში. ბოსტნეული ზეითუნის ზეთში და სანელებლებში რამდენიმე საათით შეგიძლიათ გააჩეროთ. ასე უფრო გემრიელი გამოვა!

უფრო მარტივადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. უბრალოდ ზეთი და სანელებლები აურიეთ და გამოაცხვეთ, თუმცა ასე გემრიელი ქერქი არ ექნება.