რის მომზადებაა შესაძლებელი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

2611

ყვავილოვან კომბოსტოს, ხშირად ბოსტნეულის დედოფალსაც უწოდებენ. მასში, მაგალითისთვის, 1,5-2-ჯერ მეტი ცილა და 2-3-ჯერ მეტი С ვიტამინია, ვიდრე თეთრ კომბოსტოში. გარდა ამისა, ეს სასარგებლო ბოსტნეული უფრო დაბალკალორიულია და მისი ცილები უფრო ადვილად შეიწოვება ორგანიზმში.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ყველით. ეს ძალიან მარტივად მოსამზადებელი კერძი დაგეხმარებათ, სწრაფად დაიკლოთ წონაში.

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო სწრაფად და გემრიელად

ინგრედიენტები

  • 500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 400 გრ ყველი მოცარელა
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. ორეგანო
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი 

1. მსხვილად დახეხეთ ყვავილოვანი კომბოსტო.

2. დაჩყლიტეთ ნიორი.

3. წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით.

4. გახეხილ კომბოსტოს დაუმატეთ კვერცხი, ორეგანი, მარილი, შავი პილპილი, შემწვარი ხახვი და ნიორი. კარგად მოურიეთ.

5. დახეხეთ მოცარელა, 100 გრ შეინახეთ, დანარჩენი კი შეურიეთ კობოსტოს.

6. საცხობ ლანგარზე წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ მასზე მიღებული მასა და თანაბრად გადაანაწილეთ მთელ სივრცეზე. გამოაცხვეთ ბოსნტეული 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

7. როდესაც ბოსტნეული გამოცხვება, ზემოდან დახეხილი ყველი მოაყარეთ და კვლავ მოათავსეთ ღუმელში რამდენიმე წუთით.

უგემრიელესი გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხითა და ყველით მზადაა! იმისათვის, რომ კერძი უფრო დიეტური იყოს, ჩაანაცვლეთ მოცარელა სოიოს ყველით “ტოფუ”.

გემრიელად მიირთვით!